რატომ არაფერს ამბობს მესი კატალონიაში მიმდინარე პროცესებზე?

რატომ არაფერს ამბობს მესი კატალონიაში მიმდინარე პროცესებზე?

კატალონიაში უკვე დიდი ხანია პოლიტიკურად არამდგრადი სიტუაციაა, რაც ფეხბურთზეც აისახება - ხვალ გასამართი "ელ კლასიკო" 18 დეკემბრისთვის გადაიდო.

მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს ჟერარ პიკემ, ჩავი ერნანდესმა, პეპ გვარდიოლამ, კლემან ლანგლემ და თავად "ბარსელონამაც". თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პროცესები კლუბის ყოველდღიურობაზეც აისახება, კვლავ დუმს "ბარსას" კაპიტანი ლეო მესი.

როგორც ირკვევა, კატალონიაში ეს არავის უკვირს და არაკატალონიელისგან მსგავს სიტუაციაში ხმის ამოღებას არც ითხოვენ. პორტალი Tribuna კატალონიელ ჟურნალისტს, მარკ მოსულს დაუკავშირდა და ამ საკითხზე კომენტარი სთხოვა.

"მესი არგენტინელია. ის მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე, კვებასა და ძილზე ფიქრობს. არავინ ელის, რომ მესი დამოუკიდებლობაზე, ან კატალონიელი ხალხის უფლებებზე რამეს იტყვის. ის კატალონიურად არც კი ლაპარაკობს. მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აზრი უკვე გამოხატეს სერჟი რობერტომ, პიკემ, ჩავიმ და გვარდიოლამ. რა თქმა უნდა, თუ მესი ალაპარაკდება, ამით კატალონიას დაეხმარება, მაგრამ ეს შეუძლებელია."

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 26 ოქტომბერი 2019 21:05
    0
    მესი პროფესიონალი ფეხბურთელია, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელფასით, არც არგენტინა ყვავის, ჯერ კიდევ არ გამოსულან ფაშისტური გენერლების რეჟიმიდან და ეხლა ამან რო კატალონიის დამოუკიდებლობაზე დაიწყოს ლაპარაკი არ ეტყვიან წადი შენ ქვეყანას მიხედეო.
    მსგავსი რამ მოხდა ორი წლის წინ როცა კატალონიელი ხელმძღვანელები დააპატიმრეს რომლებსაც ეხლახანს მიუსაჯეს 12-13 წლიანი პატიმრობა. მაშინ მესიმ ბოლოს გააფორმა ახალი კონტრაქტი სადაც სპეციალურად ჩაამატა პუნქტი: კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში მიეცეს უფლება თავისუფალ აგენტად წავიდეს გუნდიდან. კაცი გუნდის კაპიტანი მოედანზე არ უწევს ხმას და ეხლა მიტინგებზე დაიწყოს სიარული? ყველა ხო არ იბადება პოლიტიკოსად? ჩვენთან რო ყველა პოლიტიკოსია იმიტომ ხო არა ვართ ყელამდე განავალში დაფიქრებულხართ? რა უნდათ კალაძეს, კობიაშვილს(თან პარლამენტის წევრია, თან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი), ყაველაშვილს პარლამენტში? ხო არ აჯობებდა მწვრთნელებათ წასულიყვნენ როგორც მაგალითად შევჩენკო?

    ციტატა: me da barca
    თუ კაპიტანს თხოვთ ამას, რატომ არ თხოვთ მწვრთნელს?

    მწვრთნელი ბასკია და იმასაც შეახსენებენ, ბასკებს მიხედეოოო, აი ამიტომ. ისევე როგორ ლოპეტეგს სიტყვაზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 26 ოქტომბერი 2019 13:17
    0
    ბარემ საპროტესტო დეკლარაციის დაწერაც მოვთხოვოთ. მესის ცხოვრებას თუ დააკვირდები მიხვდები, რომ მას ბევრი რამ არ აინტერესებს და მათ შორის არის პოლიტიკაც. თანაც არგენტინელია და ბუნებრივად უხერხულობას გრძნოს ალბათ მსგავს თემებში ჩარევისას. კატალონიაში დამოუკიდებლობის მოთხოვნის საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ მგონია მესის აზრმა (როგორიც არ უნდა იყოს), ამ მოთხოვნაზე ხალხს სურვილი დააკარგვინოს. 2018 წელს ბარსელონაში თავად აღმოვჩნდი მიტინგზე სადაც ამბობდნენ, რომ მილიონამდე კაცია გამოსულიო
    ფანი [?]
    #5 26 ოქტომბერი 2019 08:24
    3
    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: me da barca
    თუ კაპიტანს თხოვთ ამას, რატომ არ თხოვთ მწვრთნელს?

    ვის რაში აინტერესებს ვალვერდეს აზრი? მაგან რო თქვას დამოუკიდებლობა კარგიაო შეიძლება კატალონიის 30 % მა იფიქროს რო თურმე ცუდი ყოფილა. მესია ავტორიტეტი და არა ცარიელი ადგილი მწვრთნელი. და მესის აზრს ექნება მნიშვნელობა მარა ამით მესი სავარაუდოდ ცდილობს მადრიდის გულის მოგებას და სდუმს. ალბათ უნდა რო ოდესმე ისეთი ტაში მიიღოს ბერნაბეუსგან როგორიც ინიმ ან რონალდინიომ მარა აზრი არ აქვს. ისე კი ჯობს სხვა თემებს მიხედოს და პოლიტიკა გადაწიოს. ნახევარდაცვას აბრალებენ ჩავარდნასო და თავის თავშიც ეძიონ დამნაშავე. ნახევარდაცვას საერთოდ აღარ ეხმარება არც ეს და არც მძუარესი. ნახონ როგორ მოქმედებს კლოპის და გვარდის ნახევარდაცვა. როგორ ეხმარება უკანა ხაზს სტერლინგი ბერნარდო სილვა მანე სალაჰი ფირმინო და მერე ნახონ როგორ ეხმარებიან მესი სუარესი უკანა ხაზს. 2 კაცით ნაკლებია ბარსას უკანა ხაზი მესი სუარესი როცა თამაშობს. თუ დაბერდნენ თქვან და ლეო თუ არა ის მაინც გადაჯდეს კამზე. მარა ბებრებად თავს არ თვლიან მაშინ ირბინონ ცოტა მეტი. რონალდო 3 წლით უფროსია ორივეზე მარა 32 ის რო იყო არ იღლებოდა. ყველამ თავის თავში ეძიოს დამნაშავე და გადაბრალებებს არ ვიყოთ. ძლიერ კაპიტანს ეგ ეცოდინებოდა.

    მესის ფანატებს და პატალა პერსო ფანებს აქშა

    პირველი ის რომ მესი ხმას არ ამოიღებს არ შეიქმნის პრობლემებს არ გადაიმტერებს ესპანეთს და მთელ რიგ პოლიტიკოსებს მითუმეტეს საერთოდ არაა ვალდებული ხმა ამოიღოს და ესპანეთის ლანძღვა გინება დაიწყოს და რა ბერნაბეუს ტაში კაი რა :დდ მესის არ აკლია აღიარება ;) რაც შეეხება მესის სირბილს შენ გინახია ოდესმე მესის ერბინო წინ და უკან ? პეპის დროდან მოყოლებული მესი საერთოდ არ დარბის ბევრს და არცაა საჭირო და სიცრხვილია ცხენ სტრელინგს , ფირმინოს ან სალახს რომ ახსენებ.მესისთან და ამბობ მესი რატო არ დარბისო :დ მესი ათრევს მთელ გუნდს სხვათაშორის სტრელინგი არა კვახი კიდე პერსო ფანობა კი არა ამ ყველაფერს დანახვა უნდა შენ თუ ვერ უყურებ მესი რას აკეთებს გუნდისთვის და ლანძღავ რატო დარბის ცოტასო ალბათ სვარკით უყურებ მატჩებს ან საერთოდაც არ უყურებ
    რედაქტორი [?]
    #4 26 ოქტომბერი 2019 00:30
    0
    თუ კატალონიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, "ბარსელონა" ლა ლიგაში ხომ აღარ იქნება და თუ კლუბი ტოპ ლიგაში არ იასპარეზებს, შეიძლება მესისთან კონტრაქტი გაწყდესო, მაგრამ ეს არ მოხდება.
    --------------------
    🔵🔴
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 ოქტომბერი 2019 00:20
    5
    არცაა საჭირო მესიმ ამ თემაზე ილაპარაკოს აპოლიტიკური პიროვნებაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #2 26 ოქტომბერი 2019 00:19
    0
    ციტატა: me da barca
    თუ კაპიტანს თხოვთ ამას, რატომ არ თხოვთ მწვრთნელს?

    ვის რაში აინტერესებს ვალვერდეს აზრი? მაგან რო თქვას დამოუკიდებლობა კარგიაო შეიძლება კატალონიის 30 % მა იფიქროს რო თურმე ცუდი ყოფილა. მესია ავტორიტეტი და არა ცარიელი ადგილი მწვრთნელი. და მესის აზრს ექნება მნიშვნელობა მარა ამით მესი სავარაუდოდ ცდილობს მადრიდის გულის მოგებას და სდუმს. ალბათ უნდა რო ოდესმე ისეთი ტაში მიიღოს ბერნაბეუსგან როგორიც ინიმ ან რონალდინიომ მარა აზრი არ აქვს. ისე კი ჯობს სხვა თემებს მიხედოს და პოლიტიკა გადაწიოს. ნახევარდაცვას აბრალებენ ჩავარდნასო და თავის თავშიც ეძიონ დამნაშავე. ნახევარდაცვას საერთოდ აღარ ეხმარება არც ეს და არც მძუარესი. ნახონ როგორ მოქმედებს კლოპის და გვარდის ნახევარდაცვა. როგორ ეხმარება უკანა ხაზს სტერლინგი ბერნარდო სილვა მანე სალაჰი ფირმინო და მერე ნახონ როგორ ეხმარებიან მესი სუარესი უკანა ხაზს. 2 კაცით ნაკლებია ბარსას უკანა ხაზი მესი სუარესი როცა თამაშობს. თუ დაბერდნენ თქვან და ლეო თუ არა ის მაინც გადაჯდეს კამზე. მარა ბებრებად თავს არ თვლიან მაშინ ირბინონ ცოტა მეტი. რონალდო 3 წლით უფროსია ორივეზე მარა 32 ის რო იყო არ იღლებოდა. ყველამ თავის თავში ეძიოს დამნაშავე და გადაბრალებებს არ ვიყოთ. ძლიერ კაპიტანს ეგ ეცოდინებოდა.

    მესის ფანატებს და პატალა პერსო ფანებს აქშა
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #1 25 ოქტომბერი 2019 23:07
    0
    ციტატა: me da barca
    თუ კაპიტანს თხოვთ ამას, რატომ არ თხოვთ მწვრთნელს?

    ბასკია მგონი ვალვერდე
    და ისინიც მსგავს თემაში არიან.