ნეიმარი თამაშების ნახევარს აცდენს - უნდა დაიბრუნოს თუ არა ის "ბარსამ"?

  • 25-10-2019, 20:23
  • ნეიმარი თამაშების ნახევარს აცდენს - უნდა დაიბრუნოს თუ არა ის "ბარსამ"?

    "ბარსელონა", გასულ ზაფხულში, "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ კატალონიელებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.

    სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მომდევნო ზაფხულში, "ბარსას" ფეხბურთელის დაახლოებით 170 მილიონ ევროდ დაბრუნება შეეძლება. მაგრამ, საჭიროა კი ნეიმარის დაბრუნება მაშინ, როდესაც თამაშების ზუსტად ნახევარში ის მოედანზე არ იმყოფება?

    ESPN-ის ცნობით, 2017 წლის ზაფხულიდან, ანუ ნეიმარის პსჟ-ში გადასვლიდან მოყოლებული, ბრაზილიელმა 63 თამაში ჩაატარა, ზუსტად ამდენივე კი გააცდინა, მათ შორის 53 ტრავმის და 8 დისკვალიფიკაციის გამო.

    თუმცა, იმასაც ვერ უარვყოფთ, რომ როცა მოედანზეა, ნეიმარი ძველებურად ბრწყინავს. მიმდინარე სეზონში, ფეხბურთელმა მონაწილეობა 5 შეხვედრაში მიიღო და 4 გოლი გაიტანა, რომელთაგან 3 გამარჯვების მომტანი გამოდგა. სულ, პარიზული კლუბის მაისურით გამართულ 63 მატჩში 27 წლის ფეხბურთელის აქტივში 55 შედეგიანი დარტყმაა.

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Johan Cruyff 14 Culé [?]

    26 ოქტომბერი 2019 11:09

    მბაპეე გვინდა ეხლა ჩვენ და კაი მწვრთნელი კილიანი მომავლის იგროკია, თუ პეპი დაბრუნდება ბარსაში ის შეძლებს დაიყოლიოს მბაპე ან ეს შეიძლება კარგი ხელმძღვანელობითაც

    1
    გასულია
    Mesimxeci წევრი [?]

    26 ოქტომბერი 2019 09:05

    მართლაც რათ გვინდა ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყიდოს რომელიც ბარსაში ითამაშებს და ფულის გამო არ წავა არსად

    1
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    26 ოქტომბერი 2019 07:54

    როდესაც ნეი პერიზში გადავიდა მე აქ სტსტია დავერე სადაც ავღნიშნე რომ არ გვენერვიულა რადგან ნეინარი ონაში მოიმატებდა ცოტა და ტრავმები ექნებოდა ბევრი! ასეც არის ასე რომ სათუოა მისი დაბრუნება!

    1
    გასულია
    Gnidius გულშემატკივარი [?]

    26 ოქტომბერი 2019 01:32

    რა კაი ბიჭი ყავს ინტერს ლაუტარო.კლასნია უნდა დავითრიოთ

    1
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    26 ოქტომბერი 2019 00:14

    დაიბრუნოს არა ის კიდე გაასხმევინეთ აქედან

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    BarcelonaFanTV წევრი [?]

    25 ოქტომბერი 2019 22:26

    ციტატა: ROUCH
    ჭ ლიგაში კი მარა ლიგაზე რა ჩემი ფეხები გაუკეთა პსჟს, არ გავარტყი ნეიმარს თუ ყიდვაა ბარემ მბაპე იყიდონ

    მბაპე არ გადმოვა

    0
    გასულია
    Messiah ფანი [?]

    25 ოქტომბერი 2019 21:47

    რა სლედ გვინდა ნეიმარი :დ აასეთი ერთი დასლევებული ისეც გვყავს კლუბში

    6
    --------------------
    Leo Messi - The GOD of football!

    We 61D it!

    ForçaBarça

    საიტზეა
    BEQA BARCA გულშემატკივარი [?]

    25 ოქტომბერი 2019 21:46

    მოვიდეს მაგრამ 170 ძვირია. თან თუ უნდა იმტვრეს აზრი არ აქ.

    3
    გასულია
    GiorgiM86 გულშემატკივარი [?]

    25 ოქტომბერი 2019 21:37

    ნეიმარში 170 მლნ ზედმეტია ნამდვილად. მაქსიმუმ 100 მლნ, თუ არა და მბაპე ან ლაუტარო იყიდონ. ისე იჯარით ველას დატესტვაც შეიძლება.

    2
    გასულია
    frenkie21 წევრი [?]

    25 ოქტომბერი 2019 21:07

    მაქსიმუმ 120 მეტი ძვირი არ უნდა გადაიხადონ და მაშინ კი

    1
    გასულია
    jack slater ფანი [?]

    25 ოქტომბერი 2019 21:07

    ეს საერთოდ არ უნდა გვეყიდა.

    0
    გასულია
    Wtf man ფანი [?]

    25 ოქტომბერი 2019 20:48

    100 მილიონად თუ მოგვცემენ კი

    1
    საიტზეა
    ROUCH Culé [?]

    25 ოქტომბერი 2019 20:30

    ჭ ლიგაში კი მარა ლიგაზე რა ჩემი ფეხები გაუკეთა პსჟს, არ გავარტყი ნეიმარს თუ ყიდვაა ბარემ მბაპე იყიდონ

    6

    პარტნიორები

    Flashscore.ge