რობერტ მორენო: მესი მატრიციდანაა

  • 25-10-2019, 11:53
  • რობერტ მორენო: მესი მატრიციდანაა

    ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტ მორენო "ბარსელონას" არგენტინელ ლიდერზე, ლიონელ მესიზე საუბრობს.

    "ლეო მატრიციდანაა. ის მეტოქე ფეხბურთელებისა და მეკარის ფეხების მოძრაობას ხედავს და შესაბამისად რეაგირებს.

    მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. ვარჯიშებზე მისი ყოველდღიურად ხილვა შესანიშნავი იყო. რასაც თქვენ ტელევიზორში უყურებთ, ჩვენ ყოველდღე ვხედავდით. ლეო ყველასგან განსხვავებულ ფეხბურთს აჩვენებს.

    შენ არ შეგიძლია ის ავარჯიშო. შენ უბრალოდ მასთან ერთად ხარ, ის თავად ფეხბურთია. ისტორიაში არავის გაუკეთებია ის, რაც მან გააკეთა." - ციტირებს რობერტ მორენოს სიტყვებს BBC Sport.

    რობერტ მორენო "ბარსელონაში" 2014-2017 წლებში, ლუის ენრიკეს ასისტენტად მუშაობდა.

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nikusha წევრი [?]

    26 ოქტომბერი 2019 00:04

    ციტატა: M10 S9 D11
    ეეჰ ვინ მომცა მაგის ბედნიერება ყოველდღე ვუყურო მესის ლაივში

    მე ერთხელ ვნახე დინამო არენაზე სხვათაშორის გულშემატკივრებთან შეხვედრა იყო თუ კარგად მახსოვს თავისუფლების მოედანზე და ხელიც კი ჩამოვართვი მარა ფოტო არ გადამაღებინეს აღარ მიმიშვა მაშინ პოლიციამ იქაურობას ძაან იცავდნენ და....

    0
    გასულია
    Messiah ფანი [?]

    25 ოქტომბერი 2019 16:58

    "ის თავად ფეხბურთია"

    100% :)

    2
    --------------------
    Leo Messi - The GOD of football!

    We 61D it!

    ForçaBarça

    გასულია
    nika 54 Culé [?]

    25 ოქტომბერი 2019 13:50

    ციტატა: M10 S9 D11
    ეეჰ ვინ მომცა მაგის ბედნიერება ყოველდღე ვუყურო მესის ლაივში

    მე ვუყურე ლეოს მოთელვას ალავესთან მატჩში ამ გაზაფხულზე, მეორე ტაიმში შემოვიდა, მოკლედ არ დაასვენეს იქვე სტადიონის თანამშრომლებმა, ხან ვინ მივიდა ხან ვინ. ზოგმა სელფი სთხოვა ზოგმა მაისური, ერთმა დაცვის თანამშრომელმა ვაბშე ქალი მიუვანა სარბენ ბილიკებზე და ჩემი ცოლია გაიცანიო და მერე სურათი გადაიღეს. ამას ის იქაური მითარგმნიდა. მოკლედ გაიძრო ლეომ ის სავარჯიშოდ რო იცვავენ მაისურზე ზევიდან ბეზრუკავკა და მიუგდო. მერე ვალვერდეს უთხრა შემიშვი დროზე დავიღალე აქ დგომითო. ვიტორიაში სტადიონი ძალიან პატარაა აი ჩვენი ლოკომოტივის როა იმაზე კიდევ უფრო პატარა, ისე რო ყველაფერი ხელისგულზეა და ლაპარაკიც კი ისმის.

    2
    საიტზეა
    Don_Andresito [?]

    25 ოქტომბერი 2019 13:44

    ციტატა: me da barca
    აი რომ დაამთავრებს მერე ვის ვუყუროთ.

    dembeles :D

    2
    გასულია
    ROUCH Culé [?]

    25 ოქტომბერი 2019 13:16

    დემბელე მორფეოსია joy

    6
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    25 ოქტომბერი 2019 12:23

    ეეჰ ვინ მომცა მაგის ბედნიერება ყოველდღე ვუყურო მესის ლაივში

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge