"ბარსელონამ" ყველაზე ცოტა ირბინა

"ბარსელონამ" ყველაზე ცოტა ირბინა

"ბარსელონამ", ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში, "სლავიასთან" გამართულ შეხვედრაში კი მოიგო, მაგრამ ერნესტო ვალვერდეს ფეხბურთელებს 3 ქულის აღება ძალიან გაუჭირდათ.

ჩეხურმა გუნდმა კატალონიელებს ბევრ რამეში აჯობა, მათ შორის სირბილშიც. თუმცა, როგორც გაირკვა, "სლავია" ერთდერთი არ ყოფილა, რომელმაც "ბლაუგრანა" ამ კომპონენტში დაჩაგრა.

UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში, "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ყველაზე ცოტა ირბინეს. "ბარსა", ამ მაჩვენებლით, 32-ე ადგილზე გავიდა.

ყველაზე მეტი გერმანულმა გუნდებმა ირბინეს - "ლევერკუზენი", "ლაიპციგი" და "ბაიერნი" პირველ, მეორე და მე-5 პოზიციებს იკავებენ.

ვინ რამდენი კილომეტრი ირბინა ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში:

  1. ლევერკუზენი 121,1
  2. ლაიპციგი 117,5
  3. ატლეტიკო 117,2
  4. სლავია 115,2
  5. ბაიერნი 114,3
  6. ლილი 114,2
  7. ინტერი 113
  8. ზენიტი 112,7
  9. ბენფიკა 112,6
  10. ატალანტა 112,6
  11. ტოტენჰემი 112,4
  12. ცრვენა ზვეზდა 112,4
  13. ზალცბურგი 112,2
  14. ოლიმპიაკოსი 111,9
  15. ლივერპული 110,8
  16. ლიონი 110,6
  17. აიაქსი 110,2
  18. იუვენტუსი 110
  19. მანჩესტერ სიტი 110,6
  20. გენკი 109,1
  21. ვალენსია 108,7
  22. დორტმუნდი 108,3
  23. გალათსარაი 107,7
  24. რეალი 107,4
  25. ლოკომოტივი 107,3
  26. ზაგრების დინამო 106
  27. შახტარი 105,9
  28. ჩელსი 105,4
  29. პსჟ 104,5
  30. ნაპოლი 103,5
  31. ბრიუგე 102,6
  32. ბარსელონა 100,4

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 ოქტომბერი 2019 17:50
    10
    ციტატა: nika 54
    არც პსჟ-ს მოუკლავს თავი მაგრამ კი ამოტენეს მეტოქე და ამაზე რას იტყვით? მართლა სირბილზეა საქმე?


    პსჟ-მ იმიტომ არ ირბინა, რომ მისი მეტოქე ვერ დარბოდა და თავად მოეკლათ თავი?! ბრიუგემ 2 კმ-ით ნაკლები ირბინა და შესაბამისად, 0:5 წააგო...

    სლავიამ ბარსაზე 15 კილომეტრით მეტი ირბინა, ანუ მოედანზე მყოფებიდან 1.5 კმ-ით ნაკლები დაფარეს... ეს იცით რას ნიშნავს? 15-ჯერ გადაირბინო და გადმოირბინო მოედანი მაშინ, სანამ მოწინააღმდეგე წამოწოლილია...

    ასეთ შემთხვევაში, თანაც გასვლაზე მოგება არის კლასის, გამართლების და არ ვიცი კიდევ რა დავარქვა, რისი დამსხურება

    დაღლილ-დაქანცული ლივერის წინააღმდეგაც წამოწვნენ მოედანზე და ვნახეთ რაც მოხდა, "ბებომაც გენაცვალოს, არ გადაიღალო" ვალვერდე არის პანჩურით გასაგდები ამის გამო!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 24 ოქტომბერი 2019 15:52
    3
    არც პსჟ-ს მოუკლავს თავი მაგრამ კი ამოტენეს მეტოქე და ამაზე რას იტყვით? მართლა სირბილზეა საქმე?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 ოქტომბერი 2019 15:52
    4
    ატლეტიკომაც ჩვენზე ბევრი ირბინა კატასტროფაა კატასტროფა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    guardiola
    სტუმარი [?]
    #1 24 ოქტომბერი 2019 15:30
    6
    ავტორიტეტი მწვრთნელი გვჭირდება, ამის უფლება არ უნდა ჰქონდეთ ფეხბურთელებს და მიტომ გვაქვს პიზდეცი.