ინიესტა რთულ მომენტში სიმშვიდეს ინარჩუნებს

  • 24-11-2007, 17:47
  • ანდრეს ინიესტამ კომენტარი გააკეთა ედმილსონის სკანდალურ ინტერვიუსთან დაკავშირებით და ეს ძალზე დიპლომატიურად გააკეთა: "ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ასეთი პრობლემები ჩვენს შორის უნდა მოვაგვაროთ. ედმილსონმა გააცნიბიერა თავისი შეცდომა და ბოდიში მოგვიხადა” – განაცხადა ინიესტამ.

     

    ინიესტა არ თვლის, რომედმილსონი ყველაფერში იყო მტყუანი: "ჩვენ ვიცით, რომ ბევრი რამე არ გამოგვდის, გასაკუთრებით გასვლით თამაშებში, მაგრამ რა ხდება მოედანზე და რა ხდება გასახდელში, ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ”.

    თავის მხრივ კლუბის ხელმძღვანელობის წარმომდგენელმა, ჩავიერ კამბრამ განაცხადა: "ინიესტა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ფეხბურთელი გასახდელში. ედმილსონის განცხადება არის სამწვრთნელო შტაბის და ფეხბურთელების პრობლემა, ჩვენ უფრო აგვაღელვა ამ ამბის გარშემო ამტყდარმა აჟიოტაჟმა”.

    "ჩიკი არ ყოფილა ხელმძღვანელობის შეკრებაზე, ჩვენ იგი არ მოგვიწვევია, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, ეს ტექნიკური დირექტორის პრობლემა არის. ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი კარგად მიდის, თასზეც კარგად ვთამაშობთ, ესპანეთის ჩემპიონატშიც სახლში კარგად გამოვიყურებით” – განაცხადა კამბრამ.

    წყარო: www.barcamania.ru

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი