მესისთვის ნაცნობი "სინობოს" არენა

მესისთვის ნაცნობი "სინობოს" არენა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში "ბარსელონა" "სლავიას" ეწვევა. ლიონელ მესის, ჯერჯერობით, ევორპულ სარბიელზე თავი გოლით არ გამოუჩენია და დღევანდელი მატჩი არგენტინელისთვის კარგი შანსი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესი პრაღაში პირველად არ თამაშობს. 8 წლის წინ, 2011 წელს სწორედ "სინობოზე" "ბლაუგრანა" "ვიქტორია პლზენს" დაუპირისპირდა. იმ შეხვედრაში არგენტინელი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და ჩეხების კარში 11-მეტრიანი დარტყმაც ზუსტად შეასრულა. ასე, რომ მესის ამ არენასთან კარგი მოგონებები აკავშირებს.

"სლავიასთვის" დღევანდელ დაპირისპირებას და მოპოვებულ თუნდაც ერთ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ჩეხებს შანსი აქვთ ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულონ და ამით ევროპის ლიგის საგზური მოიპოვონ. ნებისმიერ შემთხვევაში, "სინობოზე" საინტერესო და სანახაობრივი დაპირისპირება შედგება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    10გიო10
    სტუმარი [?]
    #4 23 ოქტომბერი 2019 21:20
    0
    უნდა გაიტანოს დღეს გოლები ტორემ გაასწრეს საკმაოდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 ოქტომბერი 2019 21:18
    0
    დავაი ლომო მინიმუმ სამი გოლი უნდა თხარო სლავიას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    G.O.A.T
    სტუმარი [?]
    #2 23 ოქტომბერი 2019 19:48
    3
    ციტატა: messi and iniesta
    დარწმუნებული ვარ რომ ლეო დთეს დუბლს გაიფორმებს

    იმედია. რაც მეტი უკეთესი
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 23 ოქტომბერი 2019 18:12
    4
    დარწმუნებული ვარ რომ ლეო დთეს დუბლს გაიფორმებს