ნეიმარი და "ბარსელონა" სასამართლოში მაინც იდავებენ

ნეიმარი და "ბარსელონა" სასამართლოში მაინც იდავებენ

"ბარსელონასა" და ნეიმარს შორის სასამართლო დავა მაინც გაიმართება. ამ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

ნეიმარმა "ბარსელონას" სასამართლოში 2017 წელს, "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლის შემდეგ უჩივლა. ბრაზილიელი იმ 26 მილიონ ევროს ითხოვდა, რომელიც მას 2016 წელს კონტრაქტის გახანგრძლივების გამო ეკუთვნოდა. "ბარსელონა" თანხის გადახდაზე უარს იმის გამო აცხადებდა, რომ ნეიმარმა კონტრაქტის პირობები ბოლომდე არ შეასრულა და ხელშეკრულება ვადაზე ადრე გაწყვიტა. საბოლოოდ, პირგასამტეხლოების ჩათვლით, 27 წლის ფეხბურთელი "ბარსელონასგან" 43 მილიონს ითხოვს.

რამდენიმე კვირის წინ ნეიმარი ბარსელონაში იყო ჩასული. გავრცელებული ინფორმაციით, მისი წარმომადგენლები "ბარსელონასთან" მორიგებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, თუმცა ამაზე უარი კატალონიურმა კლუბმა თქვა, რადგან "ბლაუგრანა" საქმის მოგებაში დარწმუნებულია.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, საქმის სასამართლოში განხილვა გადაწყდა. თუმცა, თითო მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტები დაახლოებით 3 ათას გვერდს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ დავა დიდხანს გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულში ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნების სურვილს გამოთქვამდა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 22 ოქტომბერი 2019 17:59
    0
    ..ამას ევრო-დოლარის დანახვაზე აკანკალებს და მისი მოთრევა უნდათ კიდევ???
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 ოქტომბერი 2019 02:11
    6
    რა ვერ გაძღა ეს დედა მიცენზურებული 43 მილიონი კი არა 43 კაპიკი არ უნდა მისცენ ამ ღორს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued