"ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" უცნაური მორიგება

  • 22-10-2019, 01:07
  • "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" უცნაური მორიგება

    "ბარსელონასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის, ანტუან გრიზმანის ტრანსფერთან დაკავშირებით, სასამართლო დავა აღარ გაიმართება. ამ ინფორმაციას El Mundo ავრცელებს.

    ფრანგი თავდამსხმელი "ატლეტიკოდან" "ბარსელონაში" გასულ ზაფხულში, 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოვიდა. ივნისის ჩათვლით, მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევრო იყო, ივლისში კი ეს თანხა 120 მილიონამდე შემცირდა, რითიც "ბარსელონამ" ისარგებლა.

    მოგვიანებით გაირკვა, რომ "ბლაუგრანა" 28 წლის ფეხბურთელს ჯერ კიდევ იმ დროს შეუთანხმდა, როდესაც მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევრო იყო. ამის გაგების შემდეგ, "ატლეტიკომ" სამართლებრივი დავა დაიწყო და კატალონიური კლუბისგან 80 მილიონი ევრო მოითხოვა, თუმცა "ბარსა" მხოლოდ 300 ევროთი დაჯარიმდა.

    ბოლო ცნობებით, რომელსაც El Mundo ავრცელებს, კატალონიური და მადრიდული კლუბები სამართლებრივ დავას შეწყვეტენ. მორიგების პირობები ასეთია: "ბარსელონა" "ატლეტიკოს" 15 მილიონ ევროს გადაუხდის, სანაცვლოდ კი "როხიბლანკო" არ გაასაჯაროებს იმ ელექტრონულ მიმოწერას, რომლითაც "ბარსელონასა" და გრიზმანის უკანონო შეთანხმება მტკიცდება. მორიგებაში ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ 15 მილიონის სანაცვლოდ "ბარსა" "ატლეტიკოს" ფეხბურთელების, საულ ნიგესისა და ხოსე ხიმენესის, ასევე მადრიდელთა აკადემიის 3 მოთამაშის უპირატესი შესყიდვის უფლებასაც მოიპოვებს. უპირატესი შესყიდვის უფლება იმას ნიშნავს, რომ თუ მადრიდული კლუბი რომელიმე მათგანის გაყიდვას გადაწყვეტს, ვალდებული იქნება სხვა კლუბისგან მიღებული შეთავაზება "ბარსას" გააცნოს, ხოლო თუ კატალონიელებს მოუნდებათ, ისინი ფეხბურთელის იმავე პირობებით შეძენას მოახერხებენ.

    El Mundo ასევე იუწყება, რომ "ბარსელონაში" 15 მილიონად ფეხბურთელების უპირატესის შესყიდვის უფლების მოპოვებას ადასტურებენ, მაგრამ ასევე აცხადებენ, რომ ამას ანტუან გრიზმანთან საერთო არაფერი აქვს.

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    22 ოქტომბერი 2019 13:56

    ციტატა: vitorborbafereira
    უაზრობაა აქ ყველაფერი, 15 მილიონი მომეცი 80 არ მინდა გასაჯაროვება მეზარება მაგრადო თუ რა სიდებილეა

    80 მილიონს არც არავინ აძლევდა, ამაზე ბარსა უკვე დააჯარიმეს.

    0
    გასულია
    BEQA BARCA წევრი [?]

    22 ოქტომბერი 2019 13:47

    სრული სისულელე.

    0
    გასულია
    ♛BaRcElOnA♛ გულშემატკივარი [?]

    22 ოქტომბერი 2019 13:40

    ტყუილიი!!!!! ესეიგი ატლეტიკო ხელს აფარებს დამნაშავეს და სულ რაღაც 15 მილიონად 80 მილიონიან საქმეზე ამბობს უარს ???? და რაპონტში აძლევს რაღაც უპირატესობებს ?

    1
    გასულია
    MALUMA გულშემატკივარი [?]

    22 ოქტომბერი 2019 09:40

    კარგია ატლეტიკოსთან კარგი ურთიერთობა კვლავ რომ აღდგა ატლეტიკოს ფანებს რეალზე და ბარსაზე არცერთზე არ ამოდის მზე და მთვარე მაგრამ ურჩევნიათ რეალმა ვერაფერი მოიგოს!

    1
    --------------------
    მაიკლ ოლივერის Mom-ს შე**ცი 24/7
    გასულია
    vitorborbafereira გულშემატკივარი [?]

    22 ოქტომბერი 2019 05:00

    უაზრობაა აქ ყველაფერი, 15 მილიონი მომეცი 80 არ მინდა გასაჯაროვება მეზარება მაგრადო თუ რა სიდებილეა

    2
    საიტზეა
    M10 S9 D11 Culé [?]

    22 ოქტომბერი 2019 01:33

    აი უბრალოდ ვერ ვამუღამებ მერე რა რო ზამთარში დაიწყეს მოლაპარაკებები ფეხბურთელთან რა არის ამაში უკანონო მორიგდნენ რო ფასი როგორც კი დაიწევდა 120 მილიონამდე მაშინ იყიდდა ბარსა ფეხბურთელთან თუ არ შეათნხმე ტრანსფერი ისე რანაირად იყიდი ამ ატლეტიკოს დაკარგული 80 მილიონი ეწვის და ბარსა რა შუაშია რას ჩაუწერეს კონტრაქტში ეგეთი პუნქტი არ იცოდნენ რო მაგას არავინ ჭამდა და 200 მილიონს არავინ გადაუხდიდა? დაიწია ფასი და ბარსამაც გადაიხადა არ მესმის რა უკანონობაზეა საუბარი

    5
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge