ვალვერდეს თავსატკივარი "სლავიასთან" თამაშის წინ

  • 21-10-2019, 20:36
  • ვალვერდეს თავსატკივარი "სლავიასთან" თამაშის წინ

    ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში პრაღაში "სლავიასთან" გასამართ შეხვედრამდე 2 დღეა დარჩენილი და ერნესტო ვალვერდემ უკვე უნდა დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ ვის ათამაშებს სასტარტო შემადგენლობაში.

    ლა ლიგის გასულ ტურში, "ეიბართან" გასვლით შეხვედრაში, გუნდის ყველა წევრმა კარგად ითამაშა, მაგრამ ცვლილებები მაინც მოსალოდნელია.

    კარში, რა თქმა უნდა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იდგება.

    "ეიბართან" მატჩში დაცვაში სერჟი რობერტომ, კლემან ლანგლემ, სამუელ უმტიტიმ და ჟორდი ალბამ ითამაშეს. სწორედ დაცვაშია მოსალოდნელი მთავარი ცვლილებები. სერჟი რობერტო ტრავმირებულია და მის ადგილს ნელსონ სემედუ დაიკავებს. პრიმერას გასულ ტურში დისკვალიფიცირებული იყო ჟერარ პიკე, რომელიც, "სლავიასთან", სავარაუდოდ, სამუელ უმტიტის ჩაანაცვლებს. ფრანგმა უკანახაზელმა ტრავმა ახლახანს მოირჩინა და დიდი ალბათობით, ზედიზედ 2 თამაშის ჩასატარებლად მზად ის ჯერ არაა. ივარაუდება, რომ კლემან ლანგლე და ჟორდი ალბა სასტარტო შემადგენლობაში ადგილს შეინარჩუნებენ.

    ბუსკეტსი-დე იონგი-არტურის ტრიომ, ბოლო მატჩში, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. სავრაუდოდ, ვალვერდე ზეგ ან სამივე მათგანს ათამაშებს, ან ბუსკეტსს დასვენების საშუალებას მისცემს და მის ნაცვლად მოედანზე არტურო ვიდალს ვიხილავთ.

    მწვრთნელის მთავარი თავსატკივარი შეტევის ხაზია. ლეო მესიმ, ანტუან გრიზმანმა და ლუის სუარესმა, "ეიბართან" მატჩში, აქტივში 3 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერეს. როგორც ჩანს, "ბლაუგრანას" ახალი შემტევი ტრიო ფორმაში შედის. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლა ლიგაში ისევ დისკვალიფიკაცია აქვს უსმან დემბელეს და ახალგაზრდა ფრანგი შემტევისთვის სათამაშო პრაქტიკის მისაღებად "სლავიასთან" გასამართი მატჩი შესანიშნავი ვარიანტია. ვნახოთ, მოხვდება თუ არა ის სასტარტო შემადგენლობაში და თუ კი - ვის ნაცვლად.

    თეგები: სლავია

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    ედენ ტრაკზარი ახალბედა [?]

    21 ოქტომბერი 2019 22:25

    აი მეც მეცინება აზარის და გრიზმანის შედარებისას. სად გრიზმანი და სად აზარი...აზარს პრემიერ ლიგის გარდა არსად არაფერი დაუმტკიცებია. მოდი დავიწყოთ ნაკრებით. ნაკრებია და გრიზმანს რო უფრო დიდი სანაკრებო კარიერა აქვს ვიდრე აზარს მაგას საუბარი რათ უნდა. კაცმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ევროპის ჩემპიონატის ფინალი ითამაშა და იქაც ცოტა დააკლდა რო მოეგო და აზარმა ფაქტია ჯერ ვერაფერი გააკეთა დასამახსოვრებელი ნაკრებში. ეხლა ჩემპიონთა ლიგით დავიწყოთ. ჩემპიონთა ლიგაა და აზარი კი ძაან მაგარი ფეხბურთელია მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ერთი ჩვეულებრივი იგროკია. მხოლოდ 8 გოლი აქვს აზარს თავის კარიერაში ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი და ამ რვა გოლიდანაც სამი გოლი პენალტით გაიტანა. პრემიერ ლიგაში კი მაგრამ აი ჩემპიონთა ლიგაზე არ მახსენდება აზარის დასამახსოვრებელი მატჩი, სადაც შეხვედრის ბედი გადაეწყვიტოს. წარმოიდგინეთ აზარის დონის ფეხბურთელს მხოლოდ რვა გოლი აქ კარიერაში ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი და ამ რვიდანაც სამი პენალტით. კი ვაღიარებ პრემიერ ლიგაში აზარი რაღაც სასწაული იყო, თამაშებსაც მარტო ეგ იგებდა, ჩელსის და პრემიერ ლიგის ისტორიაშიც ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახდა, ბევრი კარგი მომენტი აჩუქა ჩელსის და პრემიერ ლიგას, მაგრამ აი ჩემპიონთა ლიგაზე დასამახსოვრებელი არაფერი გაუკეთებია. სტატისტიკაც გვეუბნება მხოლოდ რვა გოლი ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში, აი გრიზმანმა ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო მაგრამ ორი ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა ატლეტიკოთი, თან როგორი ატლეტიკოთი. ხოლო 2016 წელს იმენა მარტო გრიზმანმა და საულმა გაიყვანეს ატლეტიკო ლიგის ფინალში დამეთანხმებით ალბათ. ბაიერნი და ბარსა გამოაგდეს. ბარსას კი ატლეტიკო თითმის სულ აგდებდა ჩემპიონთა ლიგიდან და გრიზმანი მთავარი შემოქმედი იყო. სწორედ გრიზმანის გოლით გამოგვთიშა ატლეტიკომ ჩემპიონთა ლიგას. 2016 წელს წელს საერთოდ მარტომ გაიყვანა გრიზმანმა ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგის ფინალში, თან ყველამ კარგად იცით ატლეტიკოს საშინელი სათამაშო სტილი. შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზე მესის რონალდოს და თუნდაც რამოსის ნახევარიც არ აქვს გაკეთებული გრიზმანს, მაგრამ აზარზე ბევრად მეტი რამ აქვს გაკეთებული ჩემპიონთა ლიგაზე გრიზმანს და აზარზე ბევრად მეტი დასამახსოვრებელი მატჩის აქვს ჩატარებული ჩემპიონთა ლიგაზე გრიზმანს. ერთადერთი რაშიც შეიძლება აზარი გრიზმანზე წინ დააყენო შიდა ჩემპიონატებია, მაგრამ იქაც ატლეტიკოს კი ბარსა რეალი ყავდა ლა ლიგაში მაგრამ მაინც მეორეზე გადიოდა, აი ჩელსიმ კი მოიგო აზართან ერთად რამდენჯერმე პრემიერ ლიგა მაგრამ, იმ პერიოდში პრემიერ ლიგის არცერთი ტოპ გუნდი ფორმაში არ იყო. მანჩესტერი რაც ფერგი წავიდა აღარ იყო სააქაოს, არსენალი კი დიდი გუნდია მაგრამ ეგეც წლებია უკვე საჩემპიონო გუნდად აღარ განიხილება. ტოტენჰემი და ლივერპული კი მაგარი გუნდები არიან მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ იყვნენ კრიზისიდან ბოლომდე გამოსულები და არც ესე კარგი გუნდები იყვნენ. ერთადერთი სიტი ყავდათ რეალური კონკურენტი. ატლეტიკოს კი ბარსა რეალი ყავდა ლა ლიგაში მაგრამ მაინც მეორეზე გადიოდა, თან ბარსას მსნ ტრიო ყავდა იმ პერიოდში. მოკლედ ვაღიარებ აზარი კი ტოპ კლასის მოთამაშეა, მაგრამ გრიზმანს უფრო მეტი რამ აქვს გაკეთებული და დამტკიცებული კარიერაში ვიდრე აზარს, მითუმეტეს საერთაშორისო ასპარეზზე და მოდი ისიც ვაღიაროთ რომ აზარს პრემიერ ლიგის გარდა არსად არაფერი დაუმტკიცებია.

    4
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    21 ოქტომბერი 2019 22:01

    შტეგენი
    სემედუ პიკე უმტიტი ალბა
    არტური ბუსკეცი დე იონგი
    მესი
    გრიზმანი სუარესი

    მეორე ტაიმში უნდა შემოიყვანოს დემბელე სუას მაგივრად ვიდალი ბუსკეცის მაგივრად და ბოლოსკენ ფატი გრიზმანის მაგივრად

    6
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    ანალიტიკოსი წევრი [?]

    21 ოქტომბერი 2019 21:38

    Chemi azrit eseti shemadgenloba optimaluri ikneba xvalindeli matchistvis:
    Ter Stegen
    Semedo. Pique. Lengle. Alba
    Busquets. De Jong
    Dembele. Messi. Fati
    Grizzman.

    1
    გასულია
    Johan cruyff13 ფანი [?]

    21 ოქტომბერი 2019 21:34

    თვითონ ვალვერდეა ბარსას თავსატკივარი.

    3
    --------------------
    მე ფეხბურთს ვუყურებ, ვისაც შედეგი აინტერესებს უყუროს ტაბლოს.
    გასულია
    CHEPE გულშემატკივარი [?]

    21 ოქტომბერი 2019 21:24

    წინ ფატი გრიზმანი მესი გაასწორებს და არა ეგ შლანგი ზანგი...
    მაგრამ ვალვერდეს ამბავი რომ ვიცი გრიზმანი სუა მესი იქნება

    1
    გასულია
    10გიო10 წევრი [?]

    21 ოქტომბერი 2019 20:59

    არანაირად არ უნდა დადგეს ლენგლე..უმტიტი უნდა დადგეს რომ ის თავდაჯერებულობა დაიბრუნოს რაც გააჩნდა ადრე,თან ტიპი იმენა კედელია რა პიკე როცა არიყო ფორმასჰი მის საქმესაც უმტო აკეთებდა ფორმაში.ლენგლეს არაფერს ვერჩი ძალიან კარგი მცველია მაგრამ როცა პიკე სლეობს მანაც ზედ მიყვება ხოლმე და უარესადაც

    6
    გასულია
    achi del barça Culé [?]

    21 ოქტომბერი 2019 20:52

    მე დემბო მესი გრიზის ტრიო მესიმპპატიურება ამ თამაშისთვის

    4

    პარტნიორები

    Flashscore.ge