მაქსიმ ლოპესი: "ბარსელონას" შემოთავაზების შემდეგ საკუთარ თავს ვერ ვცნობდი

  • 21-10-2019, 20:04
  • მაქსიმ ლოპესი: "ბარსელონას" შემოთავაზების შემდეგ საკუთარ თავს ვერ ვცნობდი

    ორი წლის წინ, მაქსიმ ლოპესს რობერტ ფერნანდესი დაუკავშირდა - ადამიანმა, რომელსაც მაშინ "ბარსელონას" სპორტული დირექტორის თანამდებობა ეკავა, "მარსელის" ახალგაზრდა ფეხბურთელს აცნობა, რომ "ბარსა" მისით დაინტერესებული იყო და სეზონის განმავლობაში თავი უნდა გამოეჩინა. 

    ფრანგი მოთამაშე Canal Football Club-თან ინტერვიუში ყვება, თუ რა მოხდა შემდეგ. 

    "მარსელში" ჩემი პირველი სეზონის შემდეგ "ბარსას" სპორტული დირექტორი ჩემს აგენტს ესაუბრა. მან მითხრა, რომ თუ კარგი სეზონი მექნებოდა, "ბარსელონა" ჩემდამი ინტერესს გამოავლენდა. 

    ამ დროს ჩემს თავს ვუთხარი: "მორჩა. მე ეს გავაკეთე". შემდეგ კი, ექვსი თვის განმავლობაში, გზა დავკარგე. ამ პერიოდში საკუთარ თავს საერთოდ ვერ ვცნობდი. 

    როცა ასეთ ასაკში ხარ და ასეთი დონის კლუბი დაგიკავშირდება, ბევრ რამეს წარმოიდგენ. ფეხბურთში კი განსხვავებული რეალობაა და ეს თავს მალევე იჩენს. ასეთი ტესტები ამ პროფესიაში აუცილებლად გხვდება და მენტალურად გაძლიერებს". 

    ლოპესი ახლა 21 წლისაა და ისევ "მარსელში" გამოდის, თუმცა მისით "ბარსელონას" დაინტერესებაზე კარგა ხანია, აღარაფერი ისმის. 

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    22 ოქტომბერი 2019 00:57

    ეგ იმიტომ რო 20 თეთრიანი იგროკი ხარ

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    საიტზეა
    OLD
    OLD წევრი [?]

    22 ოქტომბერი 2019 00:16

    აუ მაგრამევასება ეს ბიჭი და რავი მეპირადად დიდისიამოვნებით ვიხილავდი ბარსაში მაინტერესებს რასიზამს

    3
    გასულია
    ედენ ტრაკზარი ახალბედა [?]

    21 ოქტომბერი 2019 22:18

    ციტატა: Don_Andresito
    იქაც დაკარგა ადგილი, სტროოტმანის მისვლის მერე აღარ ათამაშებენ, არადა მაგარი იყო, ამის გამო მაქვს ნანახი რამდენიმე თამაში მარსელში. დაბალი და სწრაფი იყო, ვერატის არაფრით ჩამოუარდებოდა. მარა მერე მართლა გაქრა.

    აუ ეს ბიჭი ძაან მაგარია, აი ვერატის სტილია სუფთა. როგორ მინდა ბარსაში გადმოვიდეს. აი ძაან ჭკვიანია, არავიზე ნაკლები არ დადგება თან ცოტა პიარიც აკლია. მაქს ❤❤❤❣❣❣💖💖💕💕💕 heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart kissing_closed_eyes kissing_closed_eyes

    1
    გასულია
    tigresa Culé [?]

    21 ოქტომბერი 2019 21:29

    ციტატა: რაღაცნაირი
    აუფ ახლა ვნახე გალათასარაის სასტავი , სად მოაგროვეს სტარები...

    მემეგონა მხოლოდ სახლის ფაქტორის გამო წერდნენ რთული მატჩი იქნებაო...

    თუ სწრაფი გოლი არ გავუშვით და მერე კონტრაზე არ გვეთამაშნენ მოვიგებთ მჯერა... ანუ მოვიგებთ.

    არ ინერვიულოთ ბიჭებო დდდ

    ვინ არიან?

    0
    გასულია
    InfinityIniesta სტაჟიორი [?]

    21 ოქტომბერი 2019 20:43

    ციტატა: რაღაცნაირი

    თუ სწრაფი გოლი არ გავუშვით და მერე კონტრაზე არ გვეთამაშნენ მოვიგებთ მჯერა... ანუ მოვიგებთ.

    არ ინერვიულოთ ბიჭებო დდდ

    https://giphy.com/gifs/wizkhalifa-wiz-khalifa-jIv6pfqKiIvHPYZO6y

    0
    გასულია
    რაღაცნაირი Culé [?]

    21 ოქტომბერი 2019 20:26

    აუფ ახლა ვნახე გალათასარაის სასტავი , სად მოაგროვეს სტარები...

    მემეგონა მხოლოდ სახლის ფაქტორის გამო წერდნენ რთული მატჩი იქნებაო...

    თუ სწრაფი გოლი არ გავუშვით და მერე კონტრაზე არ გვეთამაშნენ მოვიგებთ მჯერა... ანუ მოვიგებთ.

    არ ინერვიულოთ ბიჭებო დდდ

    2
    გასულია
    Don_Andresito [?]

    21 ოქტომბერი 2019 20:15

    იქაც დაკარგა ადგილი, სტროოტმანის მისვლის მერე აღარ ათამაშებენ, არადა მაგარი იყო, ამის გამო მაქვს ნანახი რამდენიმე თამაში მარსელში. დაბალი და სწრაფი იყო, ვერატის არაფრით ჩამოუარდებოდა. მარა მერე მართლა გაქრა.

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge