მესი: არგენტინელების ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ გვგონია, თითქოს ყველაფერში საუკეთესოები ვართ

მესი: არგენტინელების ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ გვგონია, თითქოს ყველაფერში საუკეთესოები ვართ

რადიო პროგრამა Perros de la Calle-სთან ინტერვიუში "ბარსელონას" ლიდერი, ლეო მესი, არგენტინელი ხალხის ცუდ თვისებაზე საუბრობს. 

"ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ჩვენ, არგენტინელები ვუშვებთ, ის არის, რომ გვგონია, თითქოს ყველაფერში საუკეთესოები ვართ. 

სინამდვილეში, ძალიან ბევრს საკითხში, ამისგან შორს ვართ". 

მესი ინტერვიუში საუკთარ ცხოვრებასაც ეხება. 

"მე მომიწია, მებრძოლა, 13 წლის ასაკში ჩემი ქვეყანა, ხალხი და მეგობრები დამეტოვებინა. 

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შემდეგ ყველაფერი ასე იქნებოდა. ჩემი ოცნება იმაზე ბევრად უფრო მოკრძალებული იყო, რაც ჩემს ცხოვრებაში სინამდვილეში მოხდა, ამას კი იმედგაცრუებებიც თან ახლდა, რაც გაძლიერებაში მეხმარებოდა. 

ბარსელონას კარგად ვიცნობ. ქალაქში დავდივარ, მაგრამ ახლა მირჩევნია, ეს ჩემს შვილებთან ერთად გავაკეთო. მინდა, რომ უბრალოდ ვისეირნოთ, ისე, რომ არავინ გვიცნოს. ამის გაკეთება როსარიოში ან დისნეილენდშიც კარგი იქნებოდა". 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    MeGauchoSi
    სტუმარი [?]
    #8 19 ოქტომბერი 2019 21:12
    0
    კარიერის მერე გადაცხოვრდი მადრიდში და არავინ გაგაჩერებს ქუჩაში... :))))
    DyBaLa21
    სტუმარი [?]
    #7 19 ოქტომბერი 2019 17:55
    0
    ეგრეა ეგრე
    Culé [?]
    #6 19 ოქტომბერი 2019 13:01
    1
    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ციტატა: tigresa
    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    არგენტინა მსოფლიოში ერთადერთი ნაცისტური ქვეყანაა, ისევ ბნელა მაგათთან. მესის არ იმსახურებდნენ.

    არადა მაგარი ქვეყანაა, ვოცნებობ მანდ მოხვედრაზე. ჯუმბერ ლეჟავა ამბობდა, რომელსაც ყველა ქვეყანა ქონდა შემოვლილი მსოფლიოში რომ საქართველოს მერე არგენტინაში იცხოვრებდა. ხალხიც უმაგრესია მართლა. მთლად ისეც არაა პრესა რომ აჩვენებს, მაგრად უყვართ იქ მესი. რამდენიმე თუ გამოხტება უაზრო კრიტიკით ეგ მათი პრობლემაა. ეგრე რაც რაგბის ნაკრები ლანძღა ეხლა რამდენიმე ქართველმა რავი.. მართლა უჯიგრესი ხალხია და რაღაცეებში ვგავართ მართა

    რანჩო და ცხენები თუ გევასება მართლა იდეალური ქვეყანაა,მაგრამ ნაცისტობენ ისევ. ერთი ფერადკანიანი მაინც გინახავს არგენტინის ნაკრებში? მესის რაც შეეხება, უყვართ,მაგრამ ბოღმადონაზე წინ არასდროს დააყენებენ, იმიტომ,რომ მესი ნაცისტურ-შოვინისტური გამოხტომებით არასდროს გამოირჩევა! მაგათთვის მესი ძაან მაგარი ფეხბურთელია,მაგრამ ვერ არგენტინელობს ხასიათიდან გამომდინარე,მხოლოდ ტიტული არაფერ შუაშია.

    აუ არა რას ამბობ. არგენტინასთან ბუნებრივი მრავალფეროვნებით ვერცერთი ქვეყანა ვერ მივა, სასწაული ლანდშაფტები აქვთ და იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან დაეჭვდები იგივე ქვეყანაში ვარ თუ არაო. და ნორმალურო საზოგადოება აღმერთებს მესის. შარშან თეატრში დაესწრო სპექტაკლს, რეჟისორს იცნობს და დაპატიჟა. მსახიობი ყვებოდა ერთ ერთი როგორ კინაღამ გული წაუვიდა ხალხში რომ დაინახა:) დამიჯერე, აღმერთებენ. უბრალოდ არის კი ისეთი წუნკალი ხალხი, როგორიც საქართველოშიც ბლომადაა. ეგ ნორმალური რამეა, წაგებისგან გამწარებულები ყველაზე ძლიერზე იყრიან ჯავრს, იმიტომ რომ მისგან მოელიან "დახსნას" ასე რომ ვთქვათ და ერთი კაცი გუნდის მხარის აბმის გარეშე რომ ვერ არის ისეთი, როგორიც სინამდვილეშია მერე აგრესია მოდის კონკრეტული ადამიანებისგან
    Culé [?]
    #5 19 ოქტომბერი 2019 12:18
    0
    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    არგენტინა მსოფლიოში ერთადერთი ნაცისტური ქვეყანაა, ისევ ბნელა მაგათთან. მესის არ იმსახურებდნენ.

    არადა მაგარი ქვეყანაა, ვოცნებობ მანდ მოხვედრაზე. ჯუმბერ ლეჟავა ამბობდა, რომელსაც ყველა ქვეყანა ქონდა შემოვლილი მსოფლიოში რომ საქართველოს მერე არგენტინაში იცხოვრებდა. ხალხიც უმაგრესია მართლა. მთლად ისეც არაა პრესა რომ აჩვენებს, მაგრად უყვართ იქ მესი. რამდენიმე თუ გამოხტება უაზრო კრიტიკით ეგ მათი პრობლემაა. ეგრე რაც რაგბის ნაკრები ლანძღა ეხლა რამდენიმე ქართველმა რავი.. მართლა უჯიგრესი ხალხია და რაღაცეებში ვგავართ მართა
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #4 19 ოქტომბერი 2019 00:45
    5
    100% ნამდვილს ბაზრობს ლეო
    Culé [?]
    #3 19 ოქტომბერი 2019 00:44
    15
    აი ყოველთვის ვიცოდი არგენტინელები და ქართველები რომ ვგავდით ერთმანეთს:))

    მაგათ გამოთქმაც ექნებათ, რაც კარგები ვართ არგენტინელები ვართ:))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 ოქტომბერი 2019 00:43
    5
    არგენტინელების ყველაზე დიდი შეცდომა შენი დაუფასებლობაა ლომო ნეტა ესპანეთში თამაში აგერჩია თავის დროძზე ეგ ნაგავი ხალხი არ იმსახურებს შენს თავს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #1 19 ოქტომბერი 2019 00:34
    11
    ჰა ნუ გეშლება ეხლა თქვენ არ ხართ. რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ..