ლიონელ მესი ვირჯილ ვან დაიკზე საუბრობს

ლიონელ მესი ვირჯილ ვან დაიკზე საუბრობს

ლიონელ მესისთვის და მთლიანად "ბარსელონასთვის" გასული წლის ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალიდან გამოვარდნა მტკივნეული იყო. მაშინ როცა კატალონიელებმა შინ 3:0 იმარჯვეს, ცოტა თუ იფიქრებდა გასაოცარ ქამბექს, რომელშიც თავისი წვლილი "ლივერპულის" ცენტრალურ მცველს, ვირჯილ ვან დაიკსაც აქვს. სწორედ ჰოლანდიელი იქნება მესის მთავარი მეტოქე "ოქრობს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიაზე.

ლიონელ მესიმ ვან დაიკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი არაჩვეულბრივი მცველია, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს.

"ის ისეთი მცველია, რომელმაც იცის, როგორ უნდა შეაფასოს მომენტი და დაელოდოს თავის დროს, რათა სწორად იმოქმედოს. ვან დაიკი ძალიან სწრაფი და დიდია, თუმცა აქვს სიმაღლის შესაბამისი მოქნილობა. ის კარგად გამოიყურება როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. გააქვს ბევრი გოლი."

ლიონელ მესი ფრენკი დე იონგსაც შეეხო.

"მისთვის ძალიან მარტივი იყო ადაპტაცია, რადგან მსგავსი ფილოსოფიის კლუბიდან მოვიდა. ის იმავე იდეასა და სათამაშო სტილზე გაიზარდა. დე იონგი ნახევარდაცვაში უფრო კარგად გრძნობს თავს, ვიდრე წინ. უყვარს ბურთის ფლობა, მოკლე პასები, აქვს სწრაფი და ძლიერი ნაბიჯი. ის სრულყოფილი ფეხბურთელია." - ციტირებს მესის სიტყვებს Goal.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 17 ოქტომბერი 2019 22:48
    2
    - კრიშტიანუ რონალდუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი მუდმივად ცდილობენ დაამტკიცონ, რომ საუკეთესოები არიან. თქვენ ასეთი არ ხართ. როგორი ფეხბურთელი ხართ?

    "დაე, ჩემზე სხვებმა ისაუბრონ. ვიცი, თუ როგორი ვარ, რას ვაკეთებ და რა შემიძლია. მაგრამ ამაზე საუბარი არ მსურს - არ მიყვარს", - დასძინა ლეო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 ოქტომბერი 2019 22:47
    1
    აუ ლომო თუ კიდე გადავეყარეთ ლივერპულს შენ იყო უჩა ლობშანიძე თუ არ გადირკო ეგ აყლაყუდა ცხენი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 17 ოქტომბერი 2019 22:11
    1
    ციტატა: Madrid 4 ever
    ფაქტია ვან დეიკი კლასნი მცველია, თუმცა დიდ მცველებამდე ბევრი უკლია. თუნდაც ამ თაობაში ბონუჩი-კიელინი ბევრად აღემატება ამას.
    ეს დაახლოებით პიკე და რამოსის ლეველია.

    რა პიკე რამოსზე? რამოსი სართოდ პირველია ამ სპორტის ისტროიაში მცველთა შორის. არგონია მსგავსუ კარიერა ვინმეს ქონდეს, როგორ პიროვნებაც არ უნდა იყოს ეგრეა :)
    Madrid 4 ever
    სტუმარი [?]
    #1 17 ოქტომბერი 2019 20:34
    4
    ფაქტია ვან დეიკი კლასნი მცველია, თუმცა დიდ მცველებამდე ბევრი უკლია. თუნდაც ამ თაობაში ბონუჩი-კიელინი ბევრად აღემატება ამას.
    ეს დაახლოებით პიკე და რამოსის ლეველია.