სავარაუდო შემადგენლობა "ეიბართან" მატჩის წინ

  • 17-10-2019, 16:56
  • სავარაუდო შემადგენლობა "ეიბართან" მატჩის წინ

    "ეიბართან" დაპირისპირება ახლოვდება და ერნესტო ვალვერდემ უკვე უნდა ჩამოაყალიბოს სასტარტო შემადგენლობა. "ბარსელონას" თავკაცისთვის ყველაზე პრობლემური, ტრავმისა და დისკვალიფიკაციის გამო, დაცვის ხაზია.

    პიკე "ეიბართან" დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს, უმტიტი შესაძლოა, გამოჯანმრთელდეს, თუმცა ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად ლანგლესთან წყვილში ტოდიბო მოიაზრება. ჟუნიორ ფირპომ და ჟორდი ალბამ ტრავმები მოიშუშეს, ამიტომ მარცხენა ფლანგზე ვალვერდეს არჩევანის საშუალება ექნება. მარჯვენა ფლანგზე ორი ალტერნატივაა - სერჟი რობერტო და ნელსონ სემედუ, რომელმაც პორტუგალიის ნაკრებთან სრული 180 წუთი ითამაშა.

    სრული დატვირთვით ითამაშეს ეროვნულ ნაკრებებში ფრენკი დე იონგმა და არტურო ვიდალმა, არტურ მელომაც ბრაზილიის შემადგენლობაში ორი შეხვედრა ჩაატარა. Sport-ის აზრით, თავიდანვე ითამაშებს სერჟიო ბუსკეტსი, რომელიც ნაკლებად დაღლილია, რადგან სანაკრებო პაუზაზე მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა.

    შეტევის ხაზში სუარესის, გრიზმანისა და მესის ტრიო მოიაზრება, სათადარიგო ვარიანტად კი ანსუ ფატი, რომელსაც 21-წლამდელთან ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა.

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Don_Andresito [?]

    18 ოქტომბერი 2019 00:17

    ციტატა: M10 S9 D11
    არტურმა დე იონგმა სემედუმ და შტეგომ უნდა დაისვენონ
    ნეტო
    რობერტო ტოდიბო ლენგლე ალბა
    რაკიტიჩი ბუსკეცი ვიდალი
    მესი
    გრიზმანი სუარესი

    არაა ეს ეიბარი სახLში ეგეთი ხელწამოსაკრავი ნახევარი გუნდი რო დავასვენოთ.თან გასვლაზე რა შეგვიძლია კი ვხედავთ და ფრთხილად უნდა ვითამაშოთ, ეხლა კიდე ქულების კარგვის დრო არაა. არტურის და დე იონგის გარეშე მივიღებთ ისევ ნელ და ბეტონ ნახევარდაცვას. ყოველგვარი კრეატივის გარეშე. პლიუს მაგას რობერტოს ააწიოკებენ მარჯვნივ. მარა ტრავმებს ისევ ქულების კარგვა ჯობს რავი

    0
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    17 ოქტომბერი 2019 22:33

    არტურმა დე იონგმა სემედუმ და შტეგომ უნდა დაისვენონ
    ნეტო
    რობერტო ტოდიბო ლენგლე ალბა
    რაკიტიჩი ბუსკეცი ვიდალი
    მესი
    გრიზმანი სუარესი

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Bidzina გულშემატკივარი [?]

    17 ოქტომბერი 2019 20:45

    Buskesac sheudzlia chamoweva mcvelad tamshiii pepisdros minaxavvs buskesii mcveladd

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge