"ელ კლასიკო" გულშემატკივრების გარეშე?

  • 16-10-2019, 18:43
  • "ელ კლასიკო" გულშემატკივრების გარეშე?

    26 ოქტომბერს გასამართ "ელ კლასიკოსთან" დაკავშირებით ახალ-ახალი ცნობები ვრცელდება. თამაშამდე 10 დღეა დარჩენილი და ჯერ არაა გადაწყვეტილი, სად, როდის და რა ვითარებაში ჩატარდება შეხვედრა.

    აქამდე დასახელდა 2 ვარიანტი: 1. სტადიონის შეცვლა და "კამპ ნოუს" ნაცვლად "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარება; 2. თარიღის შეცვლა.

    As-ის ცნობით, "ბარსელონაც" და "რეალიც" თანხმდებიან, რომ სტადიონის შეცვლა კარგი აზრი არაა. იმავე წყაროს ცნობით, კატალონიურ კლუბში ბოლომდე ჩამოყალიბებულები ჯერ არ არიან, მაგრამ ისინი თამაშის "კამპ ნოუზე", გულშემატკივრების გარეშე ჩატარებას არ გამორიცხავენ.

    მსგავსი პრეცედენტი 2017 წლის ოქტომბერში მოხდა, როდესაც იმავე მიზეზით (არეულობა ბარსელონაში და ადგილობრივების პროტესტი ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ) "ბარსელონასა" და "ლას პალმასის" დაპირისპირება ცარიელ "კამპ ნოუზე" გაიმართა.

    As-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, მაინც ძნელი წარმოსადგენია, "ბარსელონა" ცარიელი ტრიბუნების თანხლებით თამაშს დასთანხმდეს. გარდა იმისა, რომ ამ შემთხვევაში, "ბლაუგრანა" რამდენიმე მილიონ ევროს დაკარგავს, გუნდს გულშემატკივრების მხარდაჭერაც დააკლდება.

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    17 ოქტომბერი 2019 10:47

    ციტატა: frenkie21
    ცარეილ სტდიონზე ჩატარებას ყველა ვარიანტი სჯობს

    არაა, ყველაზე კარგი ვარიანტია ეხლა ბერნაბეუზე ჩატარება და მაისში ნოუ-კამპზე..
    არავითარი ცარიელი სტადიონი..

    1
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    17 ოქტომბერი 2019 09:13

    ძან ცუდი საყურებელი იქნება ელ კლასიკო გურშემატკივრენის გარეშე და ცარიელ ტრიბუნებზე

    0
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    InFiNiTe8 გულშემატკივარი [?]

    17 ოქტომბერი 2019 08:46

    ოხ აი ტებასი როგორ ყველაფერში ცდილობს რეალის დახმარებას რაა...ნერვები მეშლება

    0
    გასულია
    frenkie21 წევრი [?]

    17 ოქტომბერი 2019 02:43

    ცარეილ სტდიონზე ჩატარებას ყველა ვარიანტი სჯობს

    0
    გასულია
    gio-rakitich ფანი [?]

    17 ოქტომბერი 2019 00:10

    თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე ჩატარდეს 😎

    2
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    16 ოქტომბერი 2019 23:12

    ეხლა იდი ნა მორეთ აქედან უკვე ზედმეტები მოგდით რაის გულშემატკივრების გარეშე

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    giorasmus გულშემატკივარი [?]

    16 ოქტომბერი 2019 19:54

    კაროჩე დედა ეტ....ბა ფეხბურთს და კონკრეტულად ელ კლასიკოს, ვერ წარმომიდგენია ფეხბურთი ელ კლასიკოს გარეშე, არააქ მვნიშვნელობა ვის ვქომაგობთ, მითუმეტეს ჩვენ ქართველებისთვის, თუ სიტუაცია არ გამოსწორდა ყველაზე მეტად მაინც ბარსელონა დაზარალდება

    10
    გასულია
    Lebron James 6 წევრი [?]

    16 ოქტომბერი 2019 19:12

    ჩემი აზრით კლასიკო გულშემატკივრების გარეშე იგივეა რაც , ვალვერდე ცხვირის გარეშე <3

    23

    პარტნიორები

    Flashscore.ge