"რეალს" "კლასიკოს" სტადიონის შეცვლა არ სურს, მაგრამ თარიღის შეცვლაზე თანახმაა

"რეალს" "კლასიკოს" სტადიონის შეცვლა არ სურს, მაგრამ თარიღის შეცვლაზე თანახმაა

მადრიდის "რეალი" არ აპირებს 26 ოქტომბერს გასამართი "ელ კლასიკოს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარებას დასთანხმდეს. ამ ინფორმაციას As ავრცელებს.

დედაქალაქური წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბს" საამისოდ 2 მიზეზი აქვს:

  1. "რეალს" სურს, საშინაო არენაზე სეზონის მე-2 "კლასიკო" ჩაატაროს და საჩემპიონო ბრძოლის დასკვნით ეტაპზე ეს უპირატესობა ჰქონდეს;
  2. "სანტიაგო ბერნაბეუზე" ამჟამად მიმდინარე სარემონტო სამუშაოები "ბარსელონასთან" 26 ოქტომბერს ამ არენაზე ჩატარების შანსებს ამცირებს.

მადრიდელები სტადიონის შეცვლაზე უარს აცხადებენ, მაგრამ ისინი თანახმანი არიან, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, "ელ კლასიკოს" თარიღის შეცვლას დასთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ბარსელონაში არსებული არასტაბილური ვითარების გამო, ლა ლიგამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას "ელ კლასიკოს" სტადიონის შეცვლა მოსთხოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 16 ოქტომბერი 2019 23:11
    0
    რა მნიშვნელობა აქვს სად ჩავახტებით ისეც და ასეც გადავუვლით
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    giorasmus
    სტუმარი [?]
    #3 16 ოქტომბერი 2019 20:19
    5
    აი გისმენთ ზოგ ზოგიერთებს და პირდაპირ მაოცებთ რაა, თუ პატარა ბავშვები ხართ მაშინ არაუშავს, აი დავუშვად წააგო კლასიკო ბარსელონამ , მერე წაშლით ამ უაზრო ტრაბახა კომენტარებს თუ ვალვერდეს დაუწყებთ გინებას? სხვა უფრო დიდი პრობლემაა და ამაზე იმსჯელეთ, სანქციები ჯარიმები ათასგვარი რამე რაც ყველაზე მეტად ეს გუნდს ავნებს, არაფერი კარგი არ მოყვება ამ აქციებს და იმ სიტუაციას რაც ხდება, თვითონ ბარსასთვის თორე რეალს რაღა უჭირს
    ფანი [?]
    #2 16 ოქტომბერი 2019 18:39
    2
    ბერნალეოზდ უკეთ განოიყურება სულ ბარსა ბოლოს როდის წავაგეთ მანდ აღარც მახსოვს😂😂
    Culé [?]
    #1 16 ოქტომბერი 2019 18:06
    3
    ხომ ვთქვი ჩვენთვის კარგია მეთქი ბოლოს თამაში..მანდ აწყობენ ხოლმე თამაშებს, ტურნირის ბოლოს! არ გახსოვთ წაუგებელ სეზონზე რა გააკეთეს???
    ჩვენ თუ ვიცით რეალში არ იციან? არ დათმობენ!