ლეო მესის მე-6 "ოქროს ბუცი" გადაეცა - "ეს ჯილდო მთელი გუნდის დამსახურებაა"

  • 16-10-2019, 17:18
  • ლეო მესის მე-6 "ოქროს ბუცი" გადაეცა - "ეს ჯილდო მთელი გუნდის დამსახურებაა"

    დღეს, პირველ გუნდში დებიუტიდან ზუსტად 15 წლის შემდეგ, "ბარსელონას" არგენტინელ ლიდერს, ლიონელ მესის "ოქროს ბუცი" გადაეცა.

    ესპანეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში, მესიმ, 34 შეხვედრაში, 36 გოლი გაიტანა და პრესტიჟული ევროპული ჯილდოსთვის ბრძოლაში ყველას აჯობა.

    მესიმ ჯილდო მეექვსედ მიიღო, რაც საკუთარი რეკორდის დაუმჯობესებაა.

    დაჯილდოების დროს ლეოს თან ოჯახის წევრები ახლდნენ. ცერემონიას ესწრებოდნენ ჟორდი ალბა და ლუის სუარესი, ასევე კლუბის ხელმძღვანელები - ჟოზეპ მარია ბართომეუ, ხავიერ ბორდასი, ხავიერ ვილაჟოანა, სილვიო ელიასი და ოსკარ გრაუ.

    ჯილდოს მიღების შემდეგ მესიმ მცირე კომენტარი გააკეთა:

    "თანაგუნდელების გარეშე ამდენ გოლს ვერ გავიტანდი. ეს ჯილდო ყველას ეკუთვნის. ის მთელი გუნდის დამსახურებაა.

    ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია და ჩვენ მის მოგებას ყოველწლიურად ვცდილობთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ლა ლიგაა. თასიც მნიშვნელოვანია. "ბარსელონა" ყოველთვის ყველაფრის მოსაგებად იბრძვის." - ციტირებს მესის სიტყვებს "ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი.

    ლეო მესიმ ევროპის "ოქროს ბუცი" 2010, 2012, 2013, 2017, 2018 და 2019 წლებში მოიგო. ის ერთადერთია, რომელმაც ეს ჯილდო ზედიზედ 3-ჯერ მოიგო, ასევე ერთადერთია, რომელსაც ეს პრიზი 4-ზე მეტჯერ გადაეცა.

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    17 ოქტომბერი 2019 09:16

    გილოცავ მეფე და ვიმედოვნებ რომ ეს ბოლო არ იყო

    3
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    gabe-barca გულშემატკივარი [?]

    17 ოქტომბერი 2019 06:14

    Wels gauchirdeba mogeba levandovski moigebs mgoni bevri gaucda

    1
    გასულია
    Magician Culé [?]

    16 ოქტომბერი 2019 21:55

    იმდენი აქვს, მაგიდაზე აღარ ეტევა :დ <3 ყველა დროის უდიდესი <3

    9
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    გასულია
    Greengreen წევრი [?]

    16 ოქტომბერი 2019 20:53

    უდიდესი!!

    5
    გასულია
    G.O.A.T წევრი [?]

    16 ოქტომბერი 2019 18:36

    უბრალოდ ლეო

    5
    გასულია
    NS50 წევრი [?]

    16 ოქტომბერი 2019 17:26

    ადრე მართლა გუნდის დამსახურება იყო, მაგრამ ახლა მარტო შენი დამსახურებაა sweat

    20
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    16 ოქტომბერი 2019 17:21

    საუკეთესო ხარ ლომო მე-7 ოქროს ბუციც უნდა მოიგო

    18
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge