Goal: "ბარსელონას" ათწლეულის საუკეთესო გუნდი

  • 16-10-2019, 19:39
  • Goal: "ბარსელონას" ათწლეულის საუკეთესო გუნდი

    2020 წელი ახლოვდება და სპორტულმა გამოცემა Goal.com-მა გადაწყვიტა, "ბარსელონას" ათწლეულის საუკეთესო შემადგენლობა გამოევლინა.

    მეკარე - ვიქტორ ვალდესი

    კლუბის ქომაგი ნამდვილ "ბარსელონელს" ასე მარტივად ვერ დაივიწყებს. ვიქტორ ვალდესი 2010 და 2011 წლებში ორჯერ დასახელდა ესპანეთის საუკეთესო მეკარედ და მას კლუბის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის. 2014 წელს ესპანელმა კლუბი დატოვა, თუმცა მისი სტილი, თამაში და არაჩვეულებრივი სეივები დავიწყებას არასდროს მიეცემა.

    მარჯვენა მცველი - დანი ალვესი

    დანი ალვესი "ბარსელონას" მიერ შექმნილ ერაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. მისი სისწრაფე, ტექნიკა და შესაძლებლობები მას ფაქტობრივად შეუჩერებელს ხდიდა. ლიონელ მესისთან მოედანზე არაჩვეულებრივი ურთიერთობის წყალობით, გუნდის მარჯვენა ფლანგი მეტოქისთვის მომაკვდინებელი იყო.

    ცენტრალური მცველები - კარლეს პუიოლი და ჟერარ პიკე

    "მე სტუდენტთა იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელიც ჭკვიანი არ არის, თუმცა გამოცდებს კარგად აბარებს." ასე აღწერა პუიოლმა თავისი თავი 2010 წელს. 2010-2012 წლებში ესპანელმა 56-მატჩიანი წაუგებელი სერია ჩაატარა საყვარელ კლუბში, ხოლო 2014 წელს ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა.

    "მანჩესტერ იუნაიტედიდან" დაბრუნებული ახალგაზრდა პიკე გუნდის შეუცვლელ ფიგურად და დაცვის ნამდვილ ბურჯად იქცა და ეს ახლაც გრძელდება.

    მარცხენა მცველი - ჟორდი ალბა

    ალბას განახლებული კონტრაქტის მიხედვით, მარცხენა მცველის გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევროა, ეს კი ნათელს ხდის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფიგურაა ალბა კლუბისთვის. გასულ წელს, ესპანელმა 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    ცენტრი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა

    გვარდიოლას თქმით, ჩავი "ბარსელონას" ტვინი იყო. საფეხბურთო ინტელექტისა და ნიჭის წყალობით ჩავი ფეხბურთის ნამდვილ ლეგენდად იქცა.

    "თუ შენ უყურებ თამაშს, ვერ ხედავ ბუსკეტსს, მაგრამ შეხედავ ბუსკეტსს და დაინახავ მთელს თამაშს." - აღნიშნა ვისენტე დელ ბოსკემ. მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ იქნება "ბარსელონას" მწვრთნელი, ნებისმიერი მათგანისთვის ბუსკეტსი ჰაერივით საჭირო ფიგურა იქნება.

    დიეგო მარადონასა და რონალდინიოს შემდეგ ანდრეს ინიესტა მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელსაც "საინტიაგო ბერნაბეუზე" ტაში დაუკრეს. ფაქტი ცხდაყოფს გულშემატკივრის ფეხბურთელისადმი დამოკიდებულებასა და სიყვარულს, მიუხედავად სუბიექტური სიმპათიებისა.

    შემტევი ტრიო - ლიონელ მესი, ლუის სუარესი და დავიდ ვილია

    ლაპარაკიც კი არ სჭირდება ლიონელ მესის როლსა და მნიშვნელობას "ბარსელონასთვის". იგი წლების მანძილზე შეუცვლელ ფიგურად იქცა და, ალბათ, არავინ იქნება მისი მსგავსი.

    2014 წელს "ლივერპულიდან" ტრანსფერის შემდეგ ლუის სუარესს გოლების გატანა არ შეუწყვეტია და საშუალოდ სეზონში 35 გოლი გააქვს. "ელ პისტოლერო" ყოველთვის საჭირო მომენტში ისვრის და გუნდს ეხმარება. გამორჩეული იყო 2015/16 წლების სეზონი, როდესაც ურუგვაელმა 59 გოლი გაიტანა.

    მიუხედავად იმისა, რომ დავიდ ვილიამ მხოლოდ სამი სეზონი ითამაშა "ბარსელონას" რიგებში, მან თავისი წარუშლელი კვალი დატოვა. ყველაზე დასამახსოვრებელი კი 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის საფინალო გოლი იყო "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ.

    კომენტარები [ 29 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    M10 S9 D11 Culé [?]

    17 ოქტომბერი 2019 10:10

    ციტატა: Levan shilakadze
    გაუჩოს არყოფნა აქ იმენა სირცხვილია.....

    ბოლო ათწლეულისო ანუ 2009-2019 წლებში ვინც თამაშობდა ბარსაში მაგ დროს გაუჩო არ გვყოლია ასე რომ შესაბამისად ვერც მოხვდებოდა აი ყველა დროის რო ეთქვათ მაშინ კიბატონო და მე ამ კამანდას დავაყენებდი
    შტეგენი
    ალვეში კუბალა პუიოლი აბიდალი
    ხავი კრუიფი ინიესტა
    მესი სუარესი რონალდინიო

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    gio basi წევრი [?]

    17 ოქტომბერი 2019 09:47

    ეს კამანდა ბოლო ათწლეულის არა მარტო ბარსას არამედ მთელი მსოფლიოს საუკეთესო თერთმეტეულია ერთი გუნდიდა აღებული

    3
    გასულია
    Levan shilakadze წევრი [?]

    17 ოქტომბერი 2019 09:31

    გაუჩოს არყოფნა აქ იმენა სირცხვილია.....

    2
    გასულია
    Dat- წევრი [?]

    17 ოქტომბერი 2019 09:11

    კომენტარებიდან ჩანს ვინ არის მცოდნე. სლეიმარი არა კაკლის მურაბა კიდე. რა ჩემი შაშა კოლა უნდა სლეიმარს როცა ვილაა. მაგის ჟონგლიორობა გაირჭოს ერთ ადგილას ))) ჟონგლიორი ჩვენი პიკეც არის grimacing grimacing 🤙🤙🤙

    3
    გასულია
    frenkie21 წევრი [?]

    17 ოქტომბერი 2019 02:40

    ციტატა: cruyff9
    ვილია ლეგენDდარUლი კაცი როა ფაქტია,მარა მსნს პონტში არ დავაყენებდი,,,მესიმ სუამ და ნეიმ არათუ ბარსელონას არამეD მსოფლიო ისტორიაში ერთ ერთი საუკეთესო ტრიო შEკრეს,,,!!!


    ტრიო ერთია მარა რითი ჯობია ნეიმარი ვილას, რომ ჟონგლიორობს? კლასი აქვს მეტი თუ ფინიშინგი ვილაზე

    1
    საიტზეა
    M10 S9 D11 Culé [?]

    17 ოქტომბერი 2019 01:49

    ციტატა: პენდრაგონი
    ციტატა: M10 S9 D11
    ვალდესის და ალბას მაგივრად შტეგენი და აბიდალი დალშე სწორი კამანდაა

    ალბა>აბიდალი

    აბიდალის თამაშები თუ გაქვს ნანახი მაგას არ უნდა ამბობდე

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Barca_MNS ფანი [?]

    17 ოქტომბერი 2019 01:33

    შტეგენს ვალდესი როგორ ამჯობინეს ბიჯო ბიჯო ბიჯო...რაის არაჩვეულებრივი სეივები ჰაილათები ხო არაა მარტო ფეხბურთი...შტეგენის დონის მეკარე არ გვყოლია კაი ხანია (მე რაც ვუყურებ არ გვყოლია და იმის იქით შეიძლება)

    3
    გასულია
    cruyff9 ფანი [?]

    17 ოქტომბერი 2019 01:08

    ვილია ლეგენDდარUლი კაცი როა ფაქტია,მარა მსნს პონტში არ დავაყენებდი,,,მესიმ სუამ და ნეიმ არათუ ბარსელონას არამეD მსოფლიო ისტორიაში ერთ ერთი საუკეთესო ტრიო შEკრეს,,,!!!

    2
    გასულია
    vegassi54 Culé [?]

    17 ოქტომბერი 2019 01:03

    მშვენიერი გუნდია.

    1
    გასულია
    პენდრაგონი წევრი [?]

    17 ოქტომბერი 2019 00:40

    ვილია რომელი ლოგიკითაა ნეიმარზე დაბალი კლასის იგროკი? დაეხიოს ნეიმარი ვილიას ყველანაირად.

    ციტატა: M10 S9 D11
    ვალდესის და ალბას მაგივრად შტეგენი და აბიდალი დალშე სწორი კამანდაა

    ალბა>აბიდალი

    2
    გასულია
    PIQUE 3 წევრი [?]

    17 ოქტომბერი 2019 00:06

    ვინც იტყვით რო ვილას რაუნდა აქო ძალიან ძალიან არასწორები იქნებით🤣🖤😈

    5
    გასულია
    Z.TS წევრი [?]

    16 ოქტომბერი 2019 23:42

    ვალდესს ზოგი როგორ არ აფასებთ

    2
    საიტზეა
    M10 S9 D11 Culé [?]

    16 ოქტომბერი 2019 23:18

    ვალდესის და ალბას მაგივრად შტეგენი და აბიდალი დალშე სწორი კამანდაა

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    I.S. ფანი [?]

    16 ოქტომბერი 2019 23:15

    კარგი სტატიაა, ყოჩაღ მარუსა😊. რონალდინიო მარტივი მიზეზის გამო ვერ მოხვდა, მან უკვე 10 წელზე მეტია რაც დაგვტოვა. ეს კი დეკადის საუკეთესოები არიან😉

    1
    გასულია
    pd10 გულშემატკივარი [?]

    16 ოქტომბერი 2019 23:11

    ვილიას როგორ უყურებენ:)) ესპანეთის საუკეთესო ბომბარდირზეა საუბარი ცნობისთვის 😉

    6
    გასულია
    carles puyol 5 გულშემატკივარი [?]

    16 ოქტომბერი 2019 22:17

    კარგი შემადგენლობაა

    1
    გასულია
    CHEPE გულშემატკივარი [?]

    16 ოქტომბერი 2019 22:16

    ციტატა: Nou kamp
    ციტატა: CHEPE
    ციტატა: Nou kamp
    რონალდინიოს და ნეიმარის არ ყოფნა გასაკვირია.ერთ ერთი უნდა ყოფილიყო აუცილებლად ჩემი აზრით.
    ყველაფერს რომ თავი დავანებოთ რონალდინიოს გამო გახდა ბევრი ახალგაზრდა ბარსელონას ქომაგი.

    კაზემიროს ყვითელის გაუქმება უკვე ცირკია. smile smile smile

    აღარ დაეტია მეტი:დ:დ:დ ან ვის ამოაგდებდი ამ შემადგენლობიდან?? ხავი ინი ბუსი შეუცვლელია
    წინ მესი სუა ვილადად არვიცი მაინც მგონია რომ ვილა გაუჩოს ჩანაცვლება შეიძლება ჯეკას მეტს მივანიჭებდი მაინც

    ხავი ინი და ბუსი რა შუაშია რონალდინიოსთან და ნეიმართან? ვილიას მაგივრად უნდა ყოფილიყო ერთ ერთი ჩემი აზრით

    რაშუაშია ძმა და შეიძლებოდა მესის ჩამოწევა და წინ გაუჩო სუა ნეიმარი ყოფილიყო აეს ვიგულისხმე ანუ))))

    1
    გასულია
    10გიო10 წევრი [?]

    16 ოქტომბერი 2019 22:15

    რომ წერთ ნეიმარიო რა გააკეთა ვილიამ მაგაზე ნაკლები..ტიპი დაფრინავდა და ყველას ფეხზე იხევდა იმ დროისთვის...მე ვემხრობი რომ ვილია აყენია და არა ნეი...შეიძლება კლასში სხვაობა არის მაგრამ ერთგულიც იყო და მებრძოლიც უფრო იყო

    2
    გასულია
    buxo გულშემატკივარი [?]

    16 ოქტომბერი 2019 22:09

    ვახ ვილიასიმონ heart_eyes ინიესტასმერე ვილია მევასებოდა სასწაულიიყო, პროსტა არდააფასეს და
    ძაან ცუდ დროს მიიღო ტრამვა დაფრინავდა არჩერდებოდა თორე კიდე კარგახანსიქნებოდა ჩვენთან, თან კლუბის აღზრდილიი იყო, მაგარი გულიდამწყდა მაგისწასვლით არიმსახურებდა ეგრე გაშვებას სიმონ. ნეიმარიო სიმონ smile ნეიმარმა იმნაირი მიქარა ვილას გვერდით ვერდაუდგება ვერასდროს.

    0
    --------------------
    "ფეხბურთელები მონები არიან. ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რადგან თავადაც ფეხბურთელი ვიყავი". - იოზეპ ბლატერი.
    გასულია
    Guduna1986 ფანი [?]

    16 ოქტომბერი 2019 21:48

    ნეიმარი და ტერშტეგენი

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge