ლა ლიგა "ელ კლასიკოს" მადრიდში გამართვას ითხოვს

  • 16-10-2019, 15:49
  • ლა ლიგა "ელ კლასიკოს" მადრიდში გამართვას ითხოვს

    26 ოქტომბერს გასამართი "ელ კლასიკო", შესაძლოა, "კამპ ნოუს" ნაცვლად, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარდეს.

    ოთხივე წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემა (Sport, Marca, As, Mundo Deportivo) იუწყება, რომ ლა ლიგამ, უსაფრთხოების მიზნით, ესპანეთის ჩემპიონატის კალენდარში ცვლილებები მოითხოვა. ხავიერ ტებასის უწყებას სურს, რომ 26 ოქტომბერს "ელ კლასიკოს" "სანტიაგო ბერნაბეუმ" უმასპინძლოს, ხოლო 2020 წლის 1 მარტს - "კამპ ნოუმ".

    Sport-ის ცნობით, ცვლილებაზე თანხმობა ჯერ "ბარსამ" და "რეალმა" უნდა განაცხადონ, შემდეგ კი საკითხი განსახილველად ესპაენთის ფეხბურთის ფედერაციას გადაეცემა.

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" ლა ლიგისგან მსგავსი მოთხოვნა ჯერ არ მიუღია, თუმცა, ამავე წყაროს ცნობით, გადაწყვეტილება არა კლუბმა, არამედ ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა უნდა მიიღოს.

    ორშაბათს, ესპანეთის სასამართლომ, კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე 9 პოლიტიკოსს 9-დან 13 წლამდე პატიმრობა შეუფარდა, რასაც ქალაქ ბარსელონაში არეულობა მოჰყვა.

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    16 ოქტომბერი 2019 16:34

    ჩვენთვის უკეთესია მესის სავარჯიშო მოედანზე თუ ვითამაშებთ და ბერნალეოზე ჩავახტებით ტყუპი წიხლით

    5
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge