ESPN: "ბარსელონა" იძულებულია მარშრუტი შეცვალოს

  • 16-10-2019, 15:23
  • ESPN: "ბარსელონა" იძულებულია მარშრუტი შეცვალოს

    კატალონიაში განვითარებული საპროტესტო მოვლენების ფონზე "ბარსელონა" იძულებულია ბასკეთში გასამგზავრებელი მარშრუტი შეცვალოს. დაწყებული დაპატიმრებების გამო მოსალოდნელია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, რაც ქუჩების პარალიზებას გამოიწვევს და აეროპორტამდე მიღწევა საკმაოდ გართულდება.

    ორშაბათს საპროტესტო ტალღის ცენტრი სწორედ ქალაქის მთავარი აეროპორტი იყო, სადაც პოლიტიკოსები და სამოქალაქო ლიდერები შეიკრიბნენ. ამის გამო ხორვატიიდან დაბრუნებული ივან რაკიტიჩი იძულებული აღმოჩნდა აეროპორტი ფეხით დაეტოვებინა.

    ლა ლიგის მატჩისთვის კლუბი ბილბაოში გაფრენას პარასკევს აპირებდა, თუმცაღა ESPN-ს ცნობით გაფრენა ერთი დღით ადრე, ხუთშაბათს გადაწყდა. ერნესტო ვალვერდე პრესკონფერენციას გამგზავრებამდე გამართავს, ფეხბურთელები კი "ალავესის" სავარჯიშო ბაზას გამოიყენებენ. არსებობს მეორე ვარიანტიც - "ბლაუგრანა" ბიბლბაოში ხუთშაბათს გაემგზავრბა და ვარჯiშებს "ატლეტიკის" ბაზაზე გამართავს.

    სამწვრთნელო შტაბს არ სურს გარისკოს და ფეხბურთელები მატჩის წინ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აღმოჩდნენ.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge