კატალონიური საპროტესტო აქციები "ბარსელონას" პრობლემას უქმნის

  • 15-10-2019, 18:38
  • კატალონიური საპროტესტო აქციები "ბარსელონას" პრობლემას უქმნის

    ბარსელონაში დიდი არეულობაა. ესპანეთის სასამართლოს მიერ კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე 9 პოლიტიკოსისთვის პატიმრობის შეფარდებას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. სხვა სტრატეგიული ობიექტების გარდა, პარალიზებული და გაფიცულია ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტიც.

    საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა" რომ კატალონიური პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ეს გუშინ გაკეთებულმა ოფიციალურმა განცხადებამაც დაადასტურა. თუმცა, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, "ბლაუგრანა" საპროტესტო აქციებმა აზარალოს.

    საქმე ისაა, რომ 4 დღეში "ბარსელონას" "ეიბართან" სტუმრად თამაში უწევს. ასეთ დროს, კატალონიური კლუბი ბილბაოში მიფრინავს ხოლმე, იქიდან კი ავტობუსით მგზავრობს. თუ მანამდე სიტუაცია არ შეიცვალა, "ბარსელონას" ფეხბურთელებს ეიბარში პირდაპირ ავტობუსით გამგზავრება მოუწევთ, რაც 6-საათიან დამღლელ მგზავრობას ნიშნავს.

    თეგები: ეიბარი

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    BlauGrana_DS გულშემატკივარი [?]

    16 ოქტომბერი 2019 14:45

    აქაც ჩაყო ღრუსმა თავისი ბინძური დინგი?

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge