მარკ კუკურელია: კარლეს ალენია ასეთ სიტუაციაში ყოფნას არ იმსახურებს

  • 15-10-2019, 15:06
  • მარკ კუკურელია: კარლეს ალენია ასეთ სიტუაციაში ყოფნას არ იმსახურებს

    "ბარსელონადან" "ხეტაფეში" განათხოვრებული მარცხენა მცველი მარკ კუკურელია მის მეგობარზე, კატალონიურ კლუბში დარჩენილ კარლეს ალენიაზე საუბრობს, რომელსაც მოედანზე გასვლის შანსი ლა ლიგის პირველი ტურის შემდეგ არ მისცემია.

    "ფეხბურთში არსებობს რთული მომენტებიც და ახალი შესაძლებლობებიც. მართალია, ალენიას არც მოედანზე გასვლის შანსი ეძლევა და ხშირად ვერც განაცხადში ხვდება, მაგრამ ის მაინც თავდაჯერებულია. მე მას ვესაუბრე, დახმარება აღვუთქვი და რჩევა მივეცი. კარლესმა იცის, რომ რთულ პერიოდშიც კი ფოკუსირებული უნდა იყოს. თუ მან ასე განაგრძო, როდესაც შანსს მიიღებს, დაამტკიცებს, რომ ასეთ სიტუაციში ყოფნას არ იმსახურებს." - ციტირებს კუკურელიას სიტყვებს Sport.

    გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელი ბოლომდე ბრძოლას აპირებს და მას იანვარში სხვა გუნდში გადასვლა არ სურს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Don_Andresito [?]

    16 ოქტომბერი 2019 12:21

    ცოტა აღარ მომწონს ამის თავხედური ქცევები. ჯერ ნომერზე პრესასთან რო იჭორავა, მერე გუნდი იჯარით გიშვებს ესეიგი ეგრეა საჭირო, ზედმეტად დაუმორჩილებლობას იჩენს ამ ასაკში. თორე რაკიტიჩს თუ ყიდიან იანვარში ეს დარჩეს.

    0
    გასულია
    DyBaLa21 გულშემატკივარი [?]

    15 ოქტომბერი 2019 20:12

    რაკიტიჩზე მეტ დონეს ვერ დადებს რომ ათამაშოს?? ანსუ ფატის რომ არ ეთამაშა რა ჩემს ფეხებს გავიგებდით როგორია?? ამას წინად წამომცდა, არ ვიცი მოვიგებთ თუ არა სევილიასთან მესი და ფატი არ არიან თქო და მერე რომ დავფიქრდი, მომავლის იმედი მომეცა... აიი ნახევარმცველებს დიდებს დავასვენებდი ნელნელა და ამას თუ არა პუჩს მაინც დავაწინაურებდი და დეიონგ არტურს და პუჩს შევაჩვევდი ერთმანეთს

    0
    გასულია
    პენდრაგონი წევრი [?]

    15 ოქტომბერი 2019 18:21

    ძაან მშვენივრად ქაჩავს. უნდა დარჩეს და ძირითადს შეეჩვიოს

    1
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    15 ოქტომბერი 2019 17:12

    იჯარითაა გასაშვები ვერ ქაჩავს დონეს ვერა

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    bua12 წევრი [?]

    15 ოქტომბერი 2019 15:55

    ააფსმევინეთ რა ამას

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge