"ბარსელონამ" თვალი 17 წლის გერმანელ ტალანტს დაადგა

"ბარსელონამ" თვალი 17 წლის გერმანელ ტალანტს დაადგა

"ბარსელონამ" მიზანში კიდევ ერთი ტალანტი ამოიღო. Mundo Deportivo-ს ცნობით, საუბარი 17 წლის გერმანელ ცენტრფორვარდზე, კარიმ ადეიემიზეა.

ადეიემი "ზალცბურგის" საკუთრებაა და ამჟამად ის ავსტრიის მე-2 ლიგაში, "ლიეფერინგის" შემადგენლობაში თამაშობს. 9 ჩატარებულ მატჩში მან თავი 5 გოლითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

კარიმ ადეიემი "ზალცბურგის" 19-წლამდელთა გუნდშიც თამაშობს, რომლის რიგებშიც, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ 2 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

17 წლის ფეხბურთელის გადაბირება "ლა მასიას" დირექტორის, პატრიკ კლუივერტის ინიციატივაა. კატალონიურ კლუბში ადეიემის ანსუ ფატის ადარებენ, რადგან ისინი მსგავსი თვისებებით გამოირჩევიან.

"ბლაუგრანას" სურს, ამომავალი ვარსკვლავი იანვარში გაიფორმოს და მას ადგილი "ბარსა ბ"-ში მიუჩინოს, სანამ ფეხბურთელი პირველ გუნდში სათამაშოდ მზად იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, "ზალცბურგი" კარიმ ადეიემის 8 მილიონ ევროდ აფასებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 ოქტომბერი 2019 14:32
    2
    8 მილიონი რა ამბავია ამ ღლაპში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued