"იუვენტუსი" ივან რაკიტიჩის იანვარში შეძენას არ აპირებს

"იუვენტუსი" ივან რაკიტიჩის იანვარში შეძენას არ აპირებს

ტურინის "იუვენტუსის" დირექტორის, ფაბიო პარატიჩის თქმით, მისი გუნდი, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფეხბურთელების შეძენას არ აპირებს. შესაბამისად, არ განიხილება "ბებერი ქალბატონის" რიგებში ივან რაკიტიჩის გადასვლაც.

ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, "ბარსელონას" 31 წლის ხორვატი ნახევარმცველის იანვარში გაყიდვა სურს. აქამდე, მსურველთა შორის "იუვენტუსი" და "ინტერი" სახელდებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, მილანური გუნდი მარტო დარჩა.

Football Italia-ს ცნობით, ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ფაბიო პარატიჩმა ასე უპასუხა: "ჩვენი შემადგენლობა სრულადაა დაკომპლექტებული და მიგვაჩნია, რომ ის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #2 15 ოქტომბერი 2019 14:35
    1
    ძალიან კარგი ეს რო იუვეში გადავიდეს მაგრად გაძლიერდება იუვე. ინტერში გაუშვან ცოტა დაამატონ და ვანდებეკი იყიდონ. არტური დეიონგი ვანდებეკი ძაალიან სრიოზული ნახ დაცვა გვეყოლება. ბუსი ვიდალი პუჩი სკამზე დანარჩენები გაუშვან. ალენია გაანათხოვრონ ერთი წელი დააკვირდნენ თუ გაამართლებს დააბრუნონ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 ოქტომბერი 2019 14:30
    1
    ხოდა იმედია ინტერი წაიყვანს ამ მძორს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued