ადამიანი, რომელმაც რიკი პუჩი და ანსუ ფატი აღმოაჩინა

ადამიანი, რომელმაც რიკი პუჩი და ანსუ ფატი აღმოაჩინა

ალბერ პუჩი, რომელმაც თავის დროზე რიკი პუჩი, ანსუ ფატი და ხუან მირანდა აღმოაჩინა, აცხადებს, რომ "ბარსელონაში" სკაუტად მუშაობა იმაზე რთულია, ვიდრე ეს ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს.

ალბერ პუჩი "ბარსელონას" ახალგაზრდული აკადემიის ტექნიკურ დირექტორად 2010-2014 წლებში მუშაობდა. მისი მთავარი ფუნქცია ახალგაზრდა ტალანტების მოძიება და მათი კატალონიურ კლუბში გადასვლაზე დაყოლიება იყო. მან აღმოაჩინა ისეთი ტალანტები, როგორებიც ორიოლ რომეუ, სერჟი პალენსია, ანსუ ფატი, კარლეს პერესი, მუნირი, ჩავი სიმონსი, ტაკეფუსა კუბო, აბელ რუისი, დანი ოლმო, რიკი პუჩი, მარკ კუკურელია, ილაიშ მორიბა, ინიაკი პენია და ხუან მირანდა არიან. ამჟამად, ალბერ პუჩი MLS-ის გუნდში, "ნიუ იორკ სიტიში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს.

"ახალგაზრდულ დონეზე სკაუტინგი ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, რადგან ეს ტალანტების მოძიებას ნიშნავს. "ბარსელონას" თამაშის განსაკუთრებული მეთოდოლოგია აქვს, რის გამოც, შენ განსაკუთრებული ფეხბურთელები უნდა მოიძიო. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების პოვნა მნიშვნელოვანია.

ეს დღეში 24-საათიან მუშაობას მოითხოვს. ტალანტების მუდმივი ძებნა ძალიან ძნელია. მნიშვნელოვანია ფეხბურთელების დამატების სისწრაფეც, რადგან თანამედროვე კონკურენციის პირობებში, ყოველი დღე გადამწყვეტია.

გარდა ამისა, ტალანტების ძებნის დროს რთული სტრუქტურაა საჭირო, გადაწყვეტილების მიღების დროს კი - მარტივი. "ბარსელონაში", სისტემა წარმატებით მაშინ მუშაობს, როდესაც სკაუტინგის დეპარტამენტი პირდაპირ ახალგაზრდული აკადემიის მენეჯმენტთანაა დაკავშირებული." - ციტირებს ალბერ პუჩის სიტყვებს Sport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 ოქტომბერი 2019 14:24
    6
    პუჩი უნდა დააწინაურონ პირველ გუნდში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #1 15 ოქტომბერი 2019 12:50
    8
    ვახ, ეს კაციც მაგარი ნიჭიერი ყოფილა. სამწუხაროა ჩვენთან რომ აღარ არის