ჟერარ პიკემ "ბარსელონას" ოფიციალური განცხადება მოიწონა

ჟერარ პიკემ "ბარსელონას" ოფიციალური განცხადება მოიწონა

რაც არ უნდა გაბრაზებული იყოს ჟერარ პიკე "ბარსელონას" ხელმძღვანელობაზე, როდესაც საქმე კატალონიის დამოუკიდებლობას ეხება, ეს ორი მხარე ერთ პოზიციაზეა.

დღეს, ესპანეთის სასამართლომ, 2017 წლის უკანონო რეფერენდუმის ჩატარებისთვის, კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე 9 პოლიტიკოსს 9-დან 13 წლამდე პატიმრობა შეუფარდა. მომხდარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა "ბარსელონა", რომელმაც პოლიტიკოსებისთვის პატიმრობის შეფარდება არ მოიწონა. იგივე პოზიციაზეა "ბარსელონას" ლეგენდა ჩავი ერნანდესი.

ჟერარ პიკემ "ბარსელონას" განცხადება Twitter-ზე გააზიარა და ასეთი მინაწერი გაუკეთა: "ვამაყობ, რომ ამ კლუბის ნაწილი ვარ."

"ბარსელონას" განცხადებას გამოეხმაურა კლუბის ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაც, რომელიც ჟერარ პიკეს პოზიციას არ იზიარებს: "ბარსელონას" განცხადება ცოტათი შემაცბუნებელია. არაფერია ნათქვამი პოლიტიკურ პატიმრებზე და განცხადება არ შეიცავს რაიმე კონკრეტულ ღონისძიებას არც პოლიტოკოსების და არც მათი ოჯახის წევრების დახამრების შესახებ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 15 ოქტომბერი 2019 14:21
    1
    არც პოლიტოკოსების და არც მათი ოჯახის წევრების დახამრების შესახებ."
    გრძელდება შეცდომების გასწორება.
    Culé [?]
    #4 15 ოქტომბერი 2019 13:58
    3
    ციტატა: MALUMA
    დარწმუნებული ვარ ამისთვის რეალზე ვიყრით ჯავრს და დიდი ანგარიშით მოვუგებთ!

    კიი, მსაჯმა თუ გაგიშვა!
    ფანი [?]
    #3 15 ოქტომბერი 2019 01:42
    4
    ციტატა: Madrid 4 ever
    ბარსელონა სუპერ ქალაქია, კლიმატით არქიტექტურით. ძლიერი ეკონომიკა რომ ჰქონდეს საუკეთესოც კი იქნებოდა ევროპაში.

    კატალონიას საკმაოდ დიდი და ძლიერი ეკონომიკა აქვს ჯერ მარტო იმხელა პორტია მანდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 ოქტომბერი 2019 01:09
    3
    ამ განცხადებების მერე გული ცუდს მიგრძნობს კლასიკოში სერიოზულად დაგვჩაგრავს სუდია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Madrid 4 ever
    სტუმარი [?]
    #1 15 ოქტომბერი 2019 01:08
    4
    ბარსელონა სუპერ ქალაქია, კლიმატით არქიტექტურით. ძლიერი ეკონომიკა რომ ჰქონდეს საუკეთესოც კი იქნებოდა ევროპაში.