ანსუ ფატი: ნაკრებში გამოძახებას არ ველოდი

ანსუ ფატი: ნაკრებში გამოძახებას არ ველოდი

"ბარსელონას" 16 წლის ვარსკვლავი ანსუ ფატი იმ მომენტს იხსენებს, როდესაც მან ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში გამოძახების შესახებ გაიგო.

ანსუ ფატიმ ესპანეთის ნაკრებში თამაშის უფლება ხუთშაბათს მიიღო, პარასკევს კი ის ახალგაზრდულ გუნდში ტრავმირებული კარლეს პერესის შესაცვლელად გამოიძახეს.

"მეგობრებთან ერთად, ავტომობილით ლანჩზე მივდიოდი, რა დროსაც მამამ დამირეკა და მითხრა, რომ ნაკრებში გამომიძახეს. ვკითხე, როდის უნდა წავსულიყავი და მიპასუხა, რომ იმავე საღამოს. სახლში მივედი, გამოვიცვალე და მადრიდში გავემგზავრე.

გაკვირვებული ვიყავი, რადგან ამას არ ველოდი. მადლობა ფედერაციას, რომელმაც ჩემი აქ ყოფნისთვის არაფერი დაიშურა და მეც მაქსიმუმს გავიღებ." - ციტირებს ფატის სიტყვებს Marca.

ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები, ხვალ, მონტენეგროელ თანატოლებს დაუპირისპირდება. ანსუ ფატის დებიუტი სწორედ ამ მატჩშია მოსალოდნელი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 15 ოქტომბერი 2019 13:50
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    რა ბედი აქვს ტიპს ორი თამაშით პირველ გუნდშიც დააწინაურეს და ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს

    ბედი არა, ნიჭი, ტალანტი.
    მარტო ბედი ვერაფერი იქნებოდა, რამდენი დააწინაურეს ბარსაში და იმ მოკლევადიანმა "ბედმა" და პირველმა შთაბეჭდილებამ გაიარა, სად არიან ეხლა ისინი?
    ვნახოთ ანსუ რას იზავს, მთავარია არ დაამტვრიონ!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 ოქტომბერი 2019 01:01
    0
    რა ბედი აქვს ტიპს ორი თამაშით პირველ გუნდშიც დააწინაურეს და ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Todibo
    სტუმარი [?]
    #2 14 ოქტომბერი 2019 19:59
    5
    სრული შემადგენლობით მინდა იყოს რეალი, ხვნაში უნდა ამოვხადოთ სული როგორც ყოველთვის.
    Culé [?]
    #1 14 ოქტომბერი 2019 19:37
    1
    მაგარი ტრავმიანი სანაკრებო პაუზა იყო...

    სანჩესს ვაფშე რა უქნა კვადრადომ 2-3 თვე ვეღარ ითამაშებსო...