მესი ოქროს ბუცს ოთხშაბათს მიიღებს

მესი ოქროს ბუცს ოთხშაბათს მიიღებს

კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" კაპიტანს ოქროს ბუცი ოთხშაბათს გადაეცემა.

ცერემონიას ბარსელონაში Antigua Fábrica Estrella Damm უმასპინძლებს და მას არგენტინელის ოჯახი, ასევე, კლუბის წარმომადგენლები დაესწრებიან. 

2018/19 წლების სეზონის ჩათვლით, ლიონელ მესის ოქროს ბუცი 6-ჯერ აქვს მოპოვებული, რაც საუკეთესო შედეგია. პირველად, მან ამის გაკეთება 2009/10 წლების სეზონში მოახერხა, ბოლო სამ სეზონში ამ ტიტულს ზედიზედ იღებს. 

ბოლო ფეხბურთელი, ვინც მესის ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში აჯობა, ლუის სუარესი იყო. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 14 ოქტომბერი 2019 19:47
    3
    ის ზე ბესტის ჯილდო წარადგინა კამპ ნოუზე?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 ოქტომბერი 2019 17:37
    13
    და კამპ ნოუზე კლასიკოში წარადგენს <3 <3
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued