"ბარსელონამ" პსვ-სთან მოლაპარაკებები დაიწყო

  • 14-10-2019, 14:41
  • "ბარსელონამ" პსვ-სთან მოლაპარაკებები დაიწყო

    კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონამ", დონიელ მალენის ტრანსფერის თაობაზე, პსვ-ს უკვე მიმართა.

    მალენი 20 წლის თავდამსხმელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში გაიბწყინა. მის ანგარიშზე 18 თამაშში 16 გოლია, რაც ბრწყინვალე შედეგია.

    ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით, "ბარსელონამ" დონიელ მალენის თითქმის ყველა თამაში ნახა. ახალგაზრდა ფეხბურთელი ცენტრფორვარდია, მაგრამ მას შეტევის ფლანგებზე თამაშიც შეუძლია. კატალონიურ კლუბში მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდა ჰოლანდიელი, რომელმაც თავის გამოჩენა უკვე ნაკრებშიც მოასწრო, ლუის სუარესის იდეალური შემცვლელი იქნება. თავიდან ის ურუგვაელის რეზერვისტი იქნება, სანამ სასტარტო შემადგენლობაში სათამაშოდ მომწიფდება.

    თუ Sport-ს დავუჯერებთ, "ბარსელონას" წარმომადგენლები პსვ-ს უკვე დაუკავშირდნენ და მალენის შეძენის სურვილი გამოხატეს. ეინდჰოვენელები ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგნი არ არიან, თუ შესაბამის წინადადებას მიიღბენ.

    ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მალენის შეძენის სურვილს "არსენალი" გამოთქვამს, რომლის ახალგაზრდულ გუნდშიც ფეხბურთელი 2015-2017 წლებში ირიცხებოდა. ლონდონელები მზად არიან ახალგაზრდა თავდამსხმელში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ.

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Griezzy7 წევრი [?]

    14 ოქტომბერი 2019 17:30

    ძაან მაგარი იგროკიაა

    3
    გასულია
    Coutinho14 გულშემატკივარი [?]

    14 ოქტომბერი 2019 15:50

    ვაიმე როგორ მევასება ეს ბიჭი იმედია მოიყვანენ ამას ტუუარა ლაუტაროს მაინც <3

    4
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    14 ოქტომბერი 2019 15:25

    იმედია მოიყვანენ ძაან მაგარი ბიჭია

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Lebron James 6 წევრი [?]

    14 ოქტომბერი 2019 14:51

    ეს ძალიან მაგარი ბიჭია !

    4
    გასულია
    პენდრაგონი წევრი [?]

    14 ოქტომბერი 2019 14:47

    მარცხრნა ვინგერი გვჭირდება მხოლოდ. ლოზანო იდეალური ვარიანტია

    3
    გასულია
    MALUMA გულშემატკივარი [?]

    14 ოქტომბერი 2019 14:46

    ბარსას ამ ეტაპზე თავდასხმაზე არ აქვს პრობლემა ელ პისტოლერო #1 არის ახლა ბარსას ერთადერთი სუსტი წერტილი არის ფლანგები მარცხენაზე მესისთან ერთად ალბა უფრო პროდუქტიული რომ არის მაგას თქმა ისედაც არ სჭირდება და მესის გარეშე ალბა დაკარგულია ხოლო მარჯვენა ფლანგზე სემედო ვერ წყვეტს ციდან ვარსკვლავებს მაგრამ იმ ჩლუნგ და ნელ რობერტოს კი სჯობია ერთადერთი ეს ფლანგია სუსტი წერტილი ამ ბარსაში და იმედია კარგ მარჯვენა მცველს იყიდიან!

    6
    --------------------
    მაიკლ ოლივერის Mom-ს შე**ცი 24/7

    პარტნიორები

    Flashscore.ge