ახალი კონტრაქტი და პირველი გუნდის წევრობა ანსუ ფატის

"ბარსელონა" 16 წლის ფეხბურთლს, ანსუ ფატის პირველი გუნდის წევრად განიხილავს და მას ახალ კონტრაქტს უმზადებს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
ანსუ ფატიმ "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტი გასულ ზაფხულში გააფორმა. მან ერნესტო ვალვერდე პირველივე ვარჯიშზე გააოცა, როდესაც 4 გოლი გაიტანა. მოგვიანებით, ახალგაზრდა ფეხბურთელს, ტრავმების კრიზისის გამო, თავის პირველ გუნდში გამოჩენის შანსიც მიეცა, რომელიც მან გამოიყენა. მიმდინარე სეზონში პირველ გუნდში ჩატარებულ 6 შეხვედრაში ანსუმ 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, "ბარსელონას" სურს 2022 წლამდე მოქმედი კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივოს, 100-მილიონიანი გამოსასყიდი თანხა კი გააორმაგოს. ფატის ხელფასიც გაეზრდება და ის პირველი გუნდის წევრი ოფიციალურად გახდება.
თეგები: ანსუ ფატი
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომდევნო მატჩი
10.12.19, 23:55


-
ინტერი
-
ბარსელონა
ჩემპიონთა ლიგა
სან სირო
დარჩა:
წინა მატჩი
7.12.19, 23:55


5
ბარსელონა
2
მალიორკა
ლა ლიგა
კამპ ნოუ
კომენტარები [ 6 ]