Marca: არც ნახევარდაცვა, არც თავდასხმა - "ბარსელონა" ერთი პოზიციის გაძლიერებაზე ფიქრობს

  • 14-10-2019, 11:47
  • Marca: არც ნახევარდაცვა, არც თავდასხმა - "ბარსელონა" ერთი პოზიციის გაძლიერებაზე ფიქრობს

    ბოლო დროს, "ბარსელონასთან" დაკავშირებით არაერთი ფეხბურთელის სახელმა გაიჟღერა. ძირთადად ეს ნახევარმცველებსა და თავდამსხმელებს ეხებათ. თუმცა, თუ Marca-ს დავუჯერებთ, 2020 წლის ზაფხულისთვის კატალონიელები მხოლოდ ერთი პოზიციის გაძლიერებაზე ფიქრობენ და ეს არც ნახევარდაცვაა და არც თავდასხმა.

    მადრიდული გამოცემის მტკიცებით, "ბლაუგრანაში" მიაჩნიათ, რომ გუნდი ისედაც კარგადაა დაკომპლექტებული და მას გაძლიერება არ სჭირდება. ერთადერთი პოზიცია, რომლის შევსების ვარიანტიც განიხილება, დაცვის მარჯვენა ფლანგია. ამჟამად, ამ პოზიციაზე პირველ ნომრად ნელსუნ სემედუა განთესილი, რომელსაც პერიოდულად სერჟი რობერტო ცვლის ხოლმე. პირველ გუნდში დაწინაურებულ ახალგაზრდა სენეგალელ მარჯვენა მცველს, მუსა ვაგეს თავის გამოჩენის შანსი ჯერ არ მისცემია. სწორედ 21 წლის ფეხბურთელს დააკვირდებიან კატალონიელები და თუ მისით უკმაყოფილონი დარჩნენ, მარჯვნეა მცველს დაიმატებენ.

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    king artthur გულშემატკივარი [?]

    14 ოქტომბერი 2019 19:58

    ცენტრალური მცველი არა ჯერ ისეთი არავინ დათრევად რომ ღირდეს. არაუხოს და ტოდიბოს ვაცალოთ

    0
    გასულია
    Don_Andresito [?]

    14 ოქტომბერი 2019 16:29

    ციტატა: NS50
    ხო აბა რა! ცენტრალური მცველი არ იყიდოთ, ლენგლეზე ძლიერ მცველს სად ნახავ დღევანდელ ფეხბურთში.

    ხო და კიდე პიკე 40 წლამდე ითამაშებს რათ გვინდა მცველი... ჩემი აზრით ეხლა გვინდა ისეთი იგროკი ზუსტად, ლანგლესაც რო შეუწყვილდება და პიკესაც. ხიმენესი კარგი მცველია, სტოუნს არაუშავს. შკრინიარია კიდე ვოლკი პროსტა ლანგლესთან წყვილში ვერა, ცაციაა. იმენა პიკეს ვერ შეცვლის პოზიციურად ზუსტად. ეხლა გვინდა ამ ზაფხულს რო 1 წელი პიკეც იყოს და ისიც. ბუსის.წასასვლელად უკვე მზად ვართ ფაქტიურად. ეხლა პიკეს შემცვლელი გვEირდება. იმედია ლინდელოფს არ მოიყვანენ როგორც იწერება

    0
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    14 ოქტომბერი 2019 15:21

    ფლანგებზე დაცვაში არანაირი პრობლემა არ გვაქვს დაცვის ცენტრია გასაძლიერებელი
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    სემედო რო ბარსას სტილი არაა ეგ იასნია, პირველ რიგში მწვრთნელია ნოსაყვანი ისეთი ვისაც შემტევი ტექნიკური და ლამაზი ფეხბურთის მიმდევარია, ამის შემდეგ იქნება მოსაყვანი და გასაშვები ხალხი, მუსავაგეები და მსგავსი ჩამოსხმები არაა საჭირო, ყველაზე მაგარი ვარიანტი კიმიხია, ან ვინმე მსგავსი სტილის. ასეცე მარცხენა მცველიც ისეთი ვინც ალბას ღირსეულად შეცვლის, ერთიც კიდე მარცხენა ვინგერი ოღონდ სლემბელესავით ცალფაზიანი არა, უნდა იყოს კრეატიული, მოაზროვნე, კარგი ხედვით და რაც მთავარია მემარჯვენე. ამის შემდეგ ვიქნებით ფავორიტები ტურნირებზე

    მეტირება მეტირებაა!!!!

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Aron ralston წევრი [?]

    14 ოქტომბერი 2019 13:05

    ცენტრალური მცველიც აუცილებელია დაეწყო უკვე პიკეს შაკირაობა

    9
    --------------------
    "Don't try to describe him. Don't try to write about him. Just watch him."
    გასულია
    Coutinho14 გულშემატკივარი [?]

    14 ოქტომბერი 2019 12:57

    მარკას სისულელეებს რატო წერთ გამაგებინეთ rage rage

    1
    გასულია
    NS50 წევრი [?]

    14 ოქტომბერი 2019 11:54

    ხო აბა რა! ცენტრალური მცველი არ იყიდოთ, ლენგლეზე ძლიერ მცველს სად ნახავ დღევანდელ ფეხბურთში.

    3

    პარტნიორები

    Flashscore.ge