რიკი პუჩი პროგრესს განაგრძობს - მას ვეღარ აჩერებენ

  • 14-10-2019, 10:41
  • რიკი პუჩი პროგრესს განაგრძობს - მას ვეღარ აჩერებენ

    "ბარსელონას" ახალგაზრდა ტალანტი, რიკი პუჩი ძალიან სწრაფად პროგრესირებს. მან ეს "ორიუელასთან" მატჩშიც (3:0) დაამტკიცა, როდესაც 20 წლის ფეხბურთელს თამაშის წესების დარღვევის გარეშე ვერ აჩერებდნენ.

    "ბარსელონას" სარეზერვო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რიკის მოედნის ცენტრში სრული თავისუფლება მიანიჭა. ეს კი მას მოედანზე სივრცეების ათვისებაში და მეტოქე ფეხბურთელებისთვის პრობლემების შექმნაში ეხმარება.

    "ამ სეზონში რიკი უფრო მომწიფებულია. თითოეული პასის დროს მას ეტყობა, რომ უფრო მაღალ დონეზე თამაშობს (იმ დონესთან შედარებით, რომელზეც "ბარსელონა ბ" თამაშობს)." - წერს კატალონიური გამოცემა Sport.

    მიმდინარე სეზონში პუჩის მიზანი იყო, რომ გასვლით მატჩებში ისევე კარგად ეთამაშა, როგორც იოჰან კრუიფის სახელობის მოედანზე, რადგან "ბარსა ბ"-ს მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ ზოგიერთი სტადიონი მის თამაშის სტილს არ შეესაბამება. თუმცა, კვირები გადის რიკი კი ყველაფერს მოედანზე ამტკიცებს - ის სხვაობას ნებისმიერ სტადიონზე ქმნის. მეტოქეები 20 წლის ფეხბურთელის ფიზიკურ ორთაბრძოლებში დაჩაგვრას ხშირად ცდილობენ, მაგრამ მაინც არაფერი გამოსდით.

    შესაძლოა, ეს სეზონი რიკისთვის ისეთი არ გამოდგეს, როგორიც თავად სურს, რადგან "ბარსელონას" მთავარ გუნდში 7 ნახევარმცველია, ამიტომ, ჯერჯერობით, მისთვის ადგილი ვერ მოიძებნება - "მას უდიდესი პოტენციალი აქვს, თუმცა ნახევარდაცვაში ბევრი მოთამაშე გვყავს. რიკი სარეზერვო გუნდში ითამაშებს. ეს მისთვის კარგი იქნება, რადგან სათამაშო წუთებს რეგულარულად მიიღებს და ასევე, პირველი გუნდისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება." - თქვა ერნესტო ვალვერდემ აგვისტოში, პრესეზონის დროს.

    ზაფხულში რიკიმ კლუბის იჯარის წესით დატოვებაზე უარი განაცხადა. ის სიამოვნებით დაელოდება თავის შანს კოპა დელ რეის ერთ-ერთ მატჩში გასაბრწყინებლად. ხალხი თვლის, რომ პუჩი "ბარსა ბ"-ში ვერ განვითარდება, მაგრამ ამის მიუხედავად, მას ლა ლიგის არცერთი გუნდის მაისურის მორგება არ სურს გარდა "ბარსელონასი".

    რიკი მხოლოდ თავის ოცნებაზე ფიქრობს - "ბარსელონას" მთავარ გუნდში თამაშზე.

    თეგები: რიკი პუჩი

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    15 ოქტომბერი 2019 13:04

    ბუსკე, ვიდალი და რობერტო სკამზე, რაკეტა წავა, ალენია იჯარით, დე იონგი-არტური-პუჩი მუდმივად სასტარტოში. დროა უკვე.

    ერთი კითხვა მაქვს, ძალიან ძლიერი ალერგია მაქვს რობერტოზე და კიდევ თუ არის ჩემს გარდა ვინმე ასე?
    ნეტა როდის ამოივსება სასტარტოში ყველა "ხვრელი" რომ ეგ აღარ დავინახო მოედანზე!
    ..ეხლა არავინ მკითხოს - "გოლი პსჟ-სთანო"?

    0
    გასულია
    Messiah ფანი [?]

    14 ოქტომბერი 2019 15:55

    რიკი - იონგი - არტური

    COMING SOON ....

    6
    --------------------
    Leo Messi - The GOD of football!
    We 61D it!
    ForçaBarça
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    14 ოქტომბერი 2019 15:16

    ზამთარში ააცმევინონ იმ მძორ რაკიტიჩს ალენია იჯარით და დააწინაურონ ეს არტური დე იონგი ბუსკეცი პუჩი რობერტო ვიდალი საკმარისი იგროკები გვეყოლება ნახევარ დაცვაში

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    OLD
    OLD წევრი [?]

    14 ოქტომბერი 2019 14:49

    ამ ბიჭს უნდა მისცენ შანსი ძალიან მაგარი ბიჭია რაც მე ამის თამაშები ვნახე უსერიოზულესია და დროა პირველ გუნდში დაწინაურების

    4
    გასულია
    პენდრაგონი წევრი [?]

    14 ოქტომბერი 2019 13:24

    დე იონგი, არტური-პუჩი. მომავლის ნახევარდაცვაა

    9
    გასულია
    ანალიტიკოსი წევრი [?]

    14 ოქტომბერი 2019 12:31

    Vpikrob am sezonshi etapobrivad unda shetamashdes pirvel gundtan... Shemdeg cels Sasiamovno sakurebeli ikneba Frenkis Arturis da Rikis trio... Tipuri Barcelonas Naxevardacva ikneba clebis mandzilze... Xmamagali gancxadeba arikneba tu vitkvi rom "Ragacit" Gavrdiolas BarceLonas gamodzaxiliikneba... Am kvelapers da komkretulad am proekts analogiuri samcvrtnelo shtabi chirdeba... Vnaxot Ra Rogor Ikneba. Es chemi azria.

    5
    გასულია
    ani-barca10 Culé [?]

    14 ოქტომბერი 2019 11:38

    ციტატა: Bola
    აღარაა უკვე პატარა ბიჭი დროა გაუშვან იჯარით სადმე თუ არ აპირებენ ძირითადში ათამაშონ რომმიიღოს პრაქტიკა მაღალ დონეზე. ფიზიკურადაც თუ მოძლიერდება კარგია

    რაკიტიჩი და ვიდალი წავლენ ზაფხულში და ალბათ ალენიაც და ადგილიც გაუთავისუფლდება პუჩის

    მსოფლიოში ყველა ნიჭიერი ნახევარმცვრმცველები გვყავს :დ kissing_heart

    My Webpage ძაან კლასნია :დ

    4
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=a50tIFaqzTE

    https://www.youtube.com/watch?v=pk1DQBruwnQ
    გასულია
    Bola Culé [?]

    14 ოქტომბერი 2019 11:07

    აღარაა უკვე პატარა ბიჭი დროა გაუშვან იჯარით სადმე თუ არ აპირებენ ძირითადში ათამაშონ რომმიიღოს პრაქტიკა მაღალ დონეზე. ფიზიკურადაც თუ მოძლიერდება კარგია

    1
    გასულია
    Magician Culé [?]

    14 ოქტომბერი 2019 10:50

    მიზანმიმართულად ცდილობდნენ, რომ ტრავმა მიაყენონ :/ ასეთებს ფეხბურთის თამაში სამუდამოდ უნდა აუკრძალო.

    2
    --------------------
    GRACIES JOHAN...

    პარტნიორები

    Flashscore.ge