მწვრთნელი: რიკი პუჩის დაზიანებას განზრახ ცდილობდნენ

  • 13-10-2019, 21:19
  • მწვრთნელი: რიკი პუჩის დაზიანებას განზრახ ცდილობდნენ

    მესამე დივიზიონში, "ბარსა ბ"-ს და "ორიუელას" შეხვედრაში უსიამოვნო ფაქტი მოხდა - მეტოქე გუნდის ფეხბურთელები "ბლაუგრანას" ერთ-ერთ ლიდერს, რიკი პუჩს, ზედიზედ ორჯერ ძალიან უხეშად ეთამაშნენ და 20 წლის ნახევარმცველი სერიოზული ტრავმის მიღებას გადაურჩა. 

    "მეგონა, რომ მან მძიმე ტრავმა მიიღო. მის დაზიანებას განზრახ ცდილობდნენ. გაგვიმართლა, რომ ამას ცუდი შედეგი არ მოყვა". - გარსია პიმიენტას მიერ მატჩს შემდეგ გაკეთებულ ამ კომენტარს Marca ავრცელებს. 

    რიკი პუჩის წაქცევა ჯერ ხოსე კარლოსმა, შემდეგ კი პედრო ინგლესმა სცადა. ამ უკანასკნელმა წესების დარღვევისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. 

    თეგები: რიკი პუჩი

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Don_Andresito [?]

    14 ოქტომბერი 2019 03:24

    ციტატა: Nika92
    ამ სანაკრებოზე ჰოლანდიის თამაშებს უყურე და ამ დელიხტს რა სჭირს სისხლი გადაუსხეს ამ იტალიაში თუ რა ხდება ტიპი რამდენ შეცდომას უშვებს პოზიციურად რეებს აკეთებს აქედანვე თუ დაიწყო რეგრესი მალე ძირითადი კიარა სკამზეც აღარ დასვამენ

    აუ პროსტა ვინ შეულოცა ამ ნაგავს, კიელინიმ 6 თვიანი ტრავმა აიკიდა თორე ხო ეგდებოდა ეხლა სკამზე და ბარსაზე იოცნებებდა რაბიოსავით. სარი ყოველ ინტერვიუზე მაგას ამბობს, კიელინის ტრავმა რო არააო, სკამზე ეგდებოდაო. და ღირსიც იქნებოდა. რაცც შეეხება იმას ვინც პუჩის ტრავმას ჩალიჩობდა არათუ დისკვალიპიკაცია არამედ სასიკვდილო ინექციით უნდა დასაჯო. ყველა ვინც ახალგაზრდებს ესე იმეტებს.

    1
    გასულია
    Albicelecte ფანი [?]

    14 ოქტომბერი 2019 01:03

    ალბათ სერხიო რამოსის სახელობის ჯილდო იყო დაწესებული ფეხის მოტეხვაზე

    ფუ თქვენი, ასეთებს სამუდამო დისკვალიფიკაცია უნდა მისცე

    7
    გასულია
    frenkie21 წევრი [?]

    14 ოქტომბერი 2019 00:48

    პერესმა შეუკვეთა joy joy

    1
    გასულია
    Messiah ფანი [?]

    14 ოქტომბერი 2019 00:47

    ამ ბავშვს მეტი ყურადღება დაუთმეთ

    7
    --------------------
    Leo Messi - The GOD of football!
    We 61D it!
    ForçaBarça
    გასულია
    Serenity. გულშემატკივარი [?]

    13 ოქტომბერი 2019 23:07

    ციტატა: Todibo
    ნომერაცია თქვენთან არ არის? მერამდენედ ვწერ და ხო შეიძლება მიპასუხოს ვინმენ, რა უბედურებაა ყველაფერი ეზარება ამ ხალხს.

    არ არის, გააუქმეს ეგ ფუნქცია, სავარაუდოდ.

    0
    გასულია
    Nika92 გულშემატკივარი [?]

    13 ოქტომბერი 2019 22:28

    ამ სანაკრებოზე ჰოლანდიის თამაშებს უყურე და ამ დელიხტს რა სჭირს სისხლი გადაუსხეს ამ იტალიაში თუ რა ხდება ტიპი რამდენ შეცდომას უშვებს პოზიციურად რეებს აკეთებს აქედანვე თუ დაიწყო რეგრესი მალე ძირითადი კიარა სკამზეც აღარ დასვამენ

    8
    გასულია
    Todibo წევრი [?]

    13 ოქტომბერი 2019 22:09

    ნომერაცია თქვენთან არ არის? მერამდენედ ვწერ და ხო შეიძლება მიპასუხოს ვინმენ, რა უბედურებაა ყველაფერი ეზარება ამ ხალხს.

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge