"ბარსელონა" რაკიტიჩის იანვარში გაყიდვას შეეცდება

"ბარსელონა" რაკიტიჩის იანვარში გაყიდვას შეეცდება

"ბარსელონა" აპირებს გუნდის ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, იანვარში, ტრანსფერზე დააყენოს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

რაკიტიჩის კონტრაქტს ვადა 2021 წელს გასდის და წყაროს ცნობით, კლუბში მიაჩნიათ, რომ მისი კარგ ფასად გაყიდვის ბოლო ვადა 2020 წლის იანვარია.

31 წლის შუახაზელმა მწვრთნელის ნდობა აშკარად დაკარგა, რაც მის კატალონიურ კარიერაში პირველად მოხდა. ფრენკი დე იონგის ტრანსფერისა და არტურის ათამაშების გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, ივანმა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნოს. თავად ფეხბურთელის თქმით, თუ მართლაც ასე მოხდა, მაშინ მას გუნდის გამოცვლა მოუწევს.

გავრცელებული ინფორმაციით, ივან რაკიტიჩის დამატების სურვილს მილანის "ინტერი" და ტურინის "იუვენტუსი" გამოთქვამენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ოქტომბერი 2019 20:46
    1
    ააცმევინეთ სასწრაფოდ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #1 13 ოქტომბერი 2019 12:41
    2
    ამის ადგილას რომ ვიყო დავბრუნბდებოდი სევილიაში