პუიოლი: პიკე პირდაპირია, მაგრამ მე მესის მსგავსად მოვიქცეოდი

პუიოლი: პიკე პირდაპირია, მაგრამ მე მესის მსგავსად მოვიქცეოდი

"ბარსელონას" ყოფილმა კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა, თანაგუნდელებზე ისაუბრა. Marca მის ინტერვიუს გვთავაზობს. 

"ჟერარ პიკე იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. ის პირდაპირია. მას ყველამ პატივი უნდა სცეს. მისი ხასიათის შესახებ ყველამ ვიცით, მე კი უფრო მესის მსგავსად მოვიქცეოდი. მისი საუბარი მომწონს. 

ვიქტორ ვალდესს დიდი ცოდნა აქვს, რომლის გაზიარებაც ბავშვებისთვის შეუძლია, მაგრამ სამწვრთნელო გამოცდილება ჯერ ვერ მიიღო. არ ვიცი, რის გამო აღარ მუშაობს ის კლუბში, შიდა საქმეებს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალში შესანიშნავი მწვრთნელი იქნება და არაერთი კარგი მოთამაშის განვითარებას შეუწყობს ხელს". 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.