"ბარსელონას" სურს, რომ მესის 10 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს

  • 12-10-2019, 20:06
  • "ბარსელონას" სურს, რომ მესის 10 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს

    "ბარსელონა" გუნდის კაპიტნის, ლიონელ მესის კონტრაქტის ვადის გახანგრძლივებითაა დაინტერესებული.

    Cadena SER-ის ინფორმაციით, კატალონიელთა ხელმძღვანელობა აპირებს, რომ არგენტინელს ხელშეკრულება მინიმუმ 2022 წლამდე გაუხანგრძლივოს. მესის წარმომადგენლებს მოლაპარაკებები, ჯერ-ჯერობით, არ დაუწყიათ.

    "ბარსელონას" ასევე მესისთვის 10 წლიანი კონტრაქტის შეთავაზება სურს, რომლის პირობებიც არამხოლოდ კლუბში თამაშზე აისახება, არამედ სხვა საქმიანობაზეც მას შემდეგ, როცა ლეო ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს.

    32 წლის არგენტინელის ამჟამინდელი კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2021 წლამდეა გათვლილი.

    თეგები: ლიონელ მესი

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    frenkie21 წევრი [?]

    12 ოქტომბერი 2019 21:26

    პატარა დიდი კაცი innocent

    7

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied