ჟოზე მოურინიო: მესი და რონალდუ? საუკეთესო რონალდო იყო

ჟოზე მოურინიო: მესი და რონალდუ? საუკეთესო რონალდო იყო

ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ საუკეთესო ფეხბურთელი, ვინც მას უნახავს, ბრაზილიელი რონალდოა. მან განსაკუთრებით ის პერიოდი გამოჰყო, როდესაც "ფენომენი" "ბარსელონაში" თამაშობდა.

LiveScore-სთან ინტერვიუს დროს, კითხვაზე, ვინაა საუკეთესო ფეხბურთელი, ვინც მას უნახავს, მოურინიომ ასე უპასუხა: "რონალდო, "ფენომენი". კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის ხანგრძლივი კარიერა აქვთ, ისინი, 15 წლის განმავლობაში, ყოველდღიურად უმაღლეს დონეზე იმყოფებიან. თუმცა, თუ საუბარია ნიჭსა და შესაძლებლობებზე, რონალდოს არავინ სჯობს.

როდესაც ის "ბარსელონაში", ბობი რობსონთან ერთად თამაშობდა, მივხვდი, რომ ის საუკეთესოა, ვინც კი ოდესმე მოედანზე მინახავს. ტრავმებმა შეიწირა კარიერა, რომელიც შეიძლებოდა გაცილებით შთამბეჭდავი ყოფილიყო, მაგრამ 19 წლის ბიჭის ნიჭი რაღაც განსაკუთრებული იყო."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 12 ოქტომბერი 2019 20:32
    4
    ველოდები ჟოზეს როდის დაბრუნდება დიდ ფეხბურთში