ესპანური პრესა: სამუელ უმტიტი "ეიბართან" მატჩისთვის დაბრუნდება

  • 12-10-2019, 18:39
  • ესპანური პრესა: სამუელ უმტიტი "ეიბართან" მატჩისთვის დაბრუნდება

    "ბარსელონას" ფრანგი ცენტრალური მცველი სამუელ უმტიტი სრულად გამოჯანმრთლებასთან ახლოსაა და დიდი შანსია ის 19 ოქტომბერს, "ეიბარის" წინააღმდეგ მოედანზე ვიხილოთ.

    ფრანგ უკანხაზელს, გასული სეზონის დიდი ნაწილი მუხლის ტრავმის გამო გაუცდა. მიმდინარე სეზონს ის ჯანმრთელი შეხვდა, მაგრამ სექტემბრის სანაკრებო პაუზის დროს კვლავ ტრავმა მიიღო და გუნდს გაურკვეველი დროით გამოაკლდა. ამ ტრავმის გამო, 25 წლის ფეხბურთელს, მიმდინარე სეზონში, ოფიციალურ მატჩში, ჯერ არ უთამაშია.

    მადრიდული გამოცემების, Marca-სა და As-ის ცნობით, უმტიტი მკურნალობის ბოლო ეტაპს გადის და დიდი ალბათობით, ის ექიმებისგან თამაშის ნებართვას "ეიბართან" თამაშის წინ მიიღებს.

    იმის მიუხედავად, რომ მომდევნო შეხვედრაში დისკვალიფიცირებული ჟერარ პიკე ვერ ითამაშებს, მაინც მოსალოდნელია, რომ კლემან ლანგლეს ახალგაზრდა ჟან-კლერ ტოდიბო შეუწყვილდება, რადგან უმტიტის ფორმაში შესვლა დასჭირდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ტოდიბო ისევ დაიღლება, უმტიტის მიმდინარე სეზონში მოედანზე პირველად გასვლის შანსი მიეცემა.

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    me da barca Culé [?]

    13 ოქტომბერი 2019 11:26

    სანამ ეს ფორმას აკრიფავს ისევ ტრამვას აიკიდებს. თავის მომავალს თვჯთონ აფუჭებს. გაეკეთებინა ოპერაცია და დღეს ხოდზე იქნებოდა, შეჯდა ვირზე და კი ზის ახლა ტაბურეტზე.

    1
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    12 ოქტომბერი 2019 20:31

    საქართველოს ნაკრების მატჩს უნდა გამოვეხმაურო და უნდა ვთქვა რომ კარგი თამაში იყო საქართვეოს ნაკრებმა ნახ დაცვაში თამაში გამოასწორა და მცირე შეცდომების მიუხედავად იდიატულად მატჩი ჩაატარეს ასევე უნდა ვთქვა დაცვაზე, მაგრამ შეტევამ დღეს შეტევაში კარგად ვერ ითამაშა

    2
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    12 ოქტომბერი 2019 19:11

    "დაიღლება" კარგი იყო...

    2
    გასულია
    Don_Andresito [?]

    12 ოქტომბერი 2019 18:57

    უმტიტი ლანგლე აქამდე უნდა შეეთამაშებინა ამ პიტალო კაცს, გამოდის 32 წლის პიკეზე ვართ დამოკიდებული. 3 ძლიერი მცველი გვყავს ცენტრში და აქედან ორს ერთად თამაში არ შეუძლია. რა სამარცხვინოა. ვალვერდეს დედა ვატირე, შარშან 1 თამაში ათამაშა ერთად ისიც ყველაზე რთულ თამაშში ვილიარეალთან. მერე რა რო ორივე ცაციაა. პიკეს წასვლის მერე ახალი მცველი დაგვჭირდება, იმას დაჭირდება ადაპტაცია და ასე შემდეგ. როცა თავისუფლად შეიძლებოდა პიკეს ლანგლეთი ჩანაცვლება და ლანგლე უმტიტის დუეტის მოხოდვა. საერთოდ არ ფიქრობს ვალვერდე მომავალზე. არ კიდია? იცის რო ხვალ ზეგ აღარ იქნება და არც კლუბი უყვარს ისე როგორც პეპს ან ლუჩოს რო მომავალზე იფიქროს

    12

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied