დიმიტარ ბერბატოვი: "მანჩესტერ იუნაიტედს" ლეო მესიც კი ვერ უშველიდა

დიმიტარ ბერბატოვი: "მანჩესტერ იუნაიტედს" ლეო მესიც კი ვერ უშველიდა

"მანჩესტერ იუნაიტედი" იმდენად ცუდ დღეშია, რომ მისი ყოფილი თავდამსხმელის, დიმიტარ ბერბატოვის აზრით, "წითელ ეშმაკებს" ლიონელ მესი ან კრიშტიანუ რონალდუც კი ვერ უშველიდა.

პრემიერ ლიგის 8 ტურის შემდეგ, "იუნაიტედს" მხოლოდ 2 მოგება აქვს. ოლე გუნარ სულშერის გუნდმა მეტოქეთა კარი მხოლოდ 9-ჯერ აიღო და ბერბატოვის აზრით, ამ შედეგს არგენტინელი და პორტუგალიელი ვარსკვლავებიც კი ვერ გამოასწორებდნენ.

"არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგი ფეხბურთელი ხარ, თუნდაც ლიონელ მესი ან კრიშტიანუ რონალდუ იყო, აქ მოსვლის შემთხვევაში სირთულეებს გადააწყდები, რადგან გუნდი გუნდს არ ჰგავს." - ციტირებს ბულგარელის სიტყვებს Betfair.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 12 ოქტომბერი 2019 18:22
    3
    არა მგონია მესის ან რონალდოს მისვლის შემდეგ არაფერი შეცვალონ