რობერტო მორენო არ გამორიცხავს, რომ ანსუ ფატიმ ევრო 2020-ზე ითამაშოს

  • 12-10-2019, 17:51
  • რობერტო მორენო არ გამორიცხავს, რომ ანსუ ფატიმ ევრო 2020-ზე ითამაშოს

    ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მორენო არ გამორიცხავს, რომ მან ანსუ ფატი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე წაიყვანოს, იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელი იმ დროს მხოლოდ 17 წლის იქნება.

    ანსუ ფატიმ ესპანეთის ნაკრებში თამაშის უფლება ხუთშაბათს მიიღო, პარასკევს კი ის 21-წლამდელთა გუნდში ტრავმირებული კარლეს პერესის შესაცვლელად გამოიძახეს.

    "ფურია როხას" პირველი გუნდის დამრიგებელი რობერტო მორენო მოხარულია, რომ 16 წლის ფეხბურთელს ასეთ დონეზე თამაშის საშუალება ეძლევა და არ გამორიცხავს, რომ ის ევრო 2020-ზე წაიყვანოს.

    "მიხარია, რომ ანსუ 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს. ის არის ფეხბურთელი, რომლის იგნორირებაც არ შეგვიძლია და რომელსაც ძალუძს ბარიერები დაანგრიოს. იმედი მაქვს, ის ახალგაზრდულ გუნდს მომდევნო შეხვედრაში დაეხმარება.

    მთავარ გუნდში ყველა კარგ ფეხბურთელს მივესალმებით, ანსუ კი ხარისხიან ფეხბურთს აჩვენებს. ის ჩვენი გუნდის წინასწარ სიაშია და, რა თქმა უნდა, არის შანსი, მან ევრო 2020-ზე ითამაშოს. ამ საკითხს მაშინ გადავწყვეტთ, როდესაც დრო მოვა." - ციტირებს რობერტო მორენოს სიტყვებს Sport.

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Don_Andresito [?]

    12 ოქტომბერი 2019 18:25

    სამაგისოდ რეგულარული პრაქტიკა უნდა ქონდეს ამ სეზონში და გამორიცხულია ეგ. მესი სუარესი დემბელე დამტვრეულები იყვნენ და მაგიტო მიეცა შანსი. თორე ისე ამის 2020 ზე წაყვანის შანსი 0 ია. ბაბუ გადარეკავს და ასენსიოებს და ისკოებს ჩათხრიან

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge