კარლეს პერესი ტრავმირებულია - ესპანეთის ნაკრებში ანსუ ფატის უხმეს

  • 11-10-2019, 15:48
  • კარლეს პერესი ტრავმირებულია - ესპანეთის ნაკრებში ანსუ ფატის უხმეს

    "ბარსელონას" 21 წლის შემტევი კარლეს პერესი ტრავმირებულია და ის ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებს მორიგ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. მის შემცვლელად კი ნაკრებში კატალონიელთა კიდევ ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს, ანსუ ფატის უხმეს.

    ანსუ ფატიმ ესპანეთის ნაკრებში თამაშის უფლება ცოტა ხნის წინ მიიღო. ამ ნებართვის უქონლობის გამო, ესპანეთის ნაკრებების მწვრთნელები მის გამოძახებას ვერ ახერხებდნენ. ახლა კი, როდესაც კარლეს პერესმა ტრავმა მიიღო, ლუის დე ლა ფუენტემ მისი გამოძახება გადაწყვიტა.

    ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრები, 15 ოქტომბერს, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მონტენეგროს სტუმრად დაუპირისპირდება. ანსუ ფატის დებიუტი სწორედ ამ შეხვედრაშია მოსალოდნელი.

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    11 ოქტომბერი 2019 16:43

    იმედია გოლს გაიტანს

    6
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge