ლა ლიგის პრეზიდენტი: მესის უსამართლოდ მოექცნენ

ლა ლიგის პრეზიდენტი: მესის უსამართლოდ მოექცნენ

ლიონელ მესიმ RAC1-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ "ბარსელონას" დატოვებას ესპანეთში შექმნილი საგადასახადო პრობლემების გამო განიხილავდა.

ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი, არგენტინელის განცხადებას ეხმაურება. 

"არ ვიცოდით, რას ფიქრობდა მესი, ასე რომ, დარწმუნებული ვიყავით, მისი წასვლის საფრთხე არ გვემუქრებოდა. 

როცა ეს გავიგე, შემეშინდა, შემდეგ კი შვება ვიგრძენი, რადგან მან დარჩენა მაინც გადაწყვიტა. მან რთულ მომენტში ჩვენთან თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა, რისთვისაც, მინდა, მას მადლობა გადავუხადო. თუ ოდესმე დასჭირდება, ჩვენ მას ნებისმიერ სიტუაციაში დავუჭერთ მხარს. 

რა თქმა უნდა, მესის უსამართლოდ მოექცნენ. არა მგონია, საქმე კრიმინალურ ქმედებასთან გვქონოდა. ალბათ, ადმინისტრაციული დარღვევა იყო. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, რადგან ლა ლიგის კონტრაქტებს რომ ვკითხულობდე, დრო არაფრისთვის აღარ დამრჩებოდა". - ამბობს ტებასი. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 11 ოქტომბერი 2019 02:11
    2
    რა იყო ტებას მოუჭირა ბაბუმ გუდას თასმები?
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #2 11 ოქტომბერი 2019 01:37
    3
    ეს კაცი ყოველთვის იძახდა რო მესი ისტორიაში საუკეთესოაო შეიძლება რეალი უფრო მოსწონდა როგორც გუნდი მარა მესიზე ყოველთვის კარგს იძახდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 ოქტომბერი 2019 23:55
    3
    რაც რონალდო და ნეიმარი წავიდნენ ლალიგიდან , სულ თაფლად იღვრება ეს კაცი მესიზე საუბრისას. მანამდეც მესი იყო ეგ იგივე , რაღაც ეგრე არ ლაპარაკობდა :დ
    --------------------
    fly with barca,
    die with barca