ხუან ბერნატი: ვფიქრობდი, რომ ნეიმარი პსჟ-დან წავიდოდა

  • 10-10-2019, 21:25
  • ხუან ბერნატი: ვფიქრობდი, რომ ნეიმარი პსჟ-დან წავიდოდა

    "პარი სენ-ჟერმენის" მარცხენა მცველის, ხუან ბერნატის თქმით, მას გაუკვირდა, რომ ნეიმარი სათამაშოდ ფრანგულ კლუბში დარჩა და "ბარსელონაში" არ დაბრუნდა.

    გასულ ზაფხულში, ნეიმარს "ბარსელონას" აქტიურად უკავშრებდნენ. კატალონიელებმა პარიზელებთან მოლპარაკებები რამდენჯერმე გამართეს, მაგრამ კლუბებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ნეიმარი საფრანგეთში დარჩა.

    "იმის გათვალისწინებით, რაც პრესაში იწერებოდა, ვფიქრობდი, რომ ნეიმარის წასვლის შანსი მეტი იყო, ვიდრე დარჩენის.

    სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საბოლოოდ, მოვლენები ჩვენთვის სასიკეთოდ განვითარდა. ნეიმარი, მბაპესთან ერთად, მოედანზე სხვაობას ქმნის. მან მოედანზე დაბრუნებიდან პირველივე თამაშში გოლი გაიტანა." - ციტირებს ბერნატის სიტყვებს As.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge