რადომირ ანტიჩი: გრიზმანმა მოედანზე თავისი თავი ჯერ კიდევ ვერ იპოვა

  • 10-10-2019, 17:02
  • რადომირ ანტიჩი: გრიზმანმა მოედანზე თავისი თავი ჯერ კიდევ ვერ იპოვა

    "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი რადომირ ანტიჩი კატალონიური კლუბის ფრანგი ახალწვეულისგან, ანტუან გრიზმანისგან მეტს ელის.

    "გრიზმანმა უნდა იმოქმედოს და არა თავის გასამართლებელი მიზეზები ეძებოს. მიკვირს, რომ მისი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთლი უფრო მეტს არ რისკავს და სანაცვლოდ ბურთის უახლოესი თანაგუნდელისთვის გადაწოდებაზე ფიქრობს.

    მექმნება შთაბეჭდილება, რომ გრიზმანმა მოედანზე თავისი ადგილი ჯერ ვერ იპოვა და შესაბამისად, გუნდისთვის ნაკლები სარგებელი მოაქვს. ის გუნდისთვის ბევრი რამის მიცემას ვერც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართვის დროს ახერხებს." - ციტირებს ანტიჩის სიტყვებს Mundo Deportivo.

    რადომირ ანტიჩი "ბარსელონას" 2002/03 წლების სეზონის მე-2 ნახევარში წვრთნიდა. მან გუნდის კრიზისიდან გამოყვანა და უეფას თასზე (ამჟამინდელი ევროპის ლიგა) გაყვანა მოახერხა, მაგრამ ახალმა ხელმძღვანელობამ ის მაინც დაითხოვა და მთავარ მწვრთნელად ფრანკ რაიკარდი დანიშნა.

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    M10 S9 D11 Culé [?]

    11 ოქტომბერი 2019 02:00

    ძნელია ატლეტიკოს სტილიდან ბარსას სტილზე გადაწყობა მარა არაუშავს ეს გრიზმანი უმაღლესი დონის იგროკი და მოიხოდება

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Dr. Anesth წევრი [?]

    11 ოქტომბერი 2019 00:15

    და სად თამაშობს ?.მიდი სუარესი ათამაშე ფლანგზე რას იზამს.აბა ? ცენტრში როცა იყო გუნდს ულიდერა... ფაქტია მისთვისს დავიწყებულ პოზიციაზე თამამშობს..

    2
    გასულია
    gio basi წევრი [?]

    10 ოქტომბერი 2019 20:20

    დააყენონ თავის ჩვეულ პოზიციაზე და დადებს შედეგს გრიზმანიაა და ნეიმარის პოზიციაზე ათამაშებენ ეს კაცი გარემარბი არასდროს ყოფილა
    არიც ცენტრის მოთამაშე პლეიმეიკერი და შემსრულებელი ბარსაში კი ამ პოზიციაზე მეფე თამაშობს
    თუ მარცხენა ვინგერი სურდათ
    უნდა ეყიდათ სხვა ვინმე ამ პოზიციის
    და არა გრიზმანი
    მოიყვანეს კაცი და ათამაშებენ ისეთ პოზიციაზე სადაც წლებია არ უთამაშია შეჩვევასაც დრო უნდაა

    3
    გასულია
    me da barca Culé [?]

    10 ოქტომბერი 2019 18:46

    ავტობუსა ფეხბურთიდან ბარსას სტილზე გადასვლა ძნელია.
    გრიზმანის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ არც შარშან და არც წელს ამის გადმოსვლა ბარსაში არ მინდოდა. მიმაჩნია, რომ არ არის ეს ბარსას სტილის და ამის ადგილიც ვერ მოინახა. მეორე კოუტინიო არ გახდეს.

    3
    გასულია
    frenkie21 წევრი [?]

    10 ოქტომბერი 2019 18:30

    მარცხენა ფლანგზე ვერც იპოვის

    4
    გასულია
    cruyff9 ფანი [?]

    10 ოქტომბერი 2019 18:13

    არ აქ სათანადო დონე და იმიტო

    2
    საიტზეა
    პეპ გუარდიოლა გულშემატკივარი [?]

    10 ოქტომბერი 2019 17:10

    სანამ ვალვერდეა გუნდში ვერც ვერასოდეს იპოვის

    7

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied