"ბარსელონას" "ელ კლასიკო" "თილისმა" დააკლდება

  • 10-10-2019, 14:19
  • "ბარსელონას" "ელ კლასიკო" "თილისმა" დააკლდება

    გუშინ ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონას" ფრანგი შემტევი უსმან დემბელე 26 ოქტომბერს გასამართ "ელ კლასიკოში" დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.

    ეს ცუდი ამბავია იმიტომ, რომ კატალონიურ გუნდს შემტევი პოტენციალი დააკლდება და გარდა ამისა, იმიტომაც, რომ 22 წლის ფეხბურთელი, შეგვიძლია, "რეალის" წინააღმდეგ გუნდის "თილისმად" მივიჩნიოთ.

    უსმან დემბელეს "რეალის" წინააღდეგ სულ 5-ჯერ უთამაშია და მას წაგება არ აქვს.

    პირველი 2 დაპირისპირება "დორტმუნდის" რიგებში შედგა. 2016 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორივე თამაში ანგარიშით 2-2 დასრულდა.

    "ბარსელონას" მაისურით დემბელე "რეალს" 3-ჯერ დაუპირისპირდა და სამივე თამაში კატალონიელებმა მოიგეს.

    2018 წელს, ლა ლიგის მე-10 ტურში, "ბარსამ" "რეალი", "კამპ ნოუზე", 5-1 გაანადგურა. დემბელე მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 2-1 იყო. 87-ე წუთზე მან ვიდალს გაატანინა.

    2019 წელს, ესპანეთის თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში, კატალონიელებმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" პრინციპული მეტოქე 3-0 გაანადგურეს. დემბელემ, რომელმაც მოედანზე 74 წუთი დაჰყო, აქტივში 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

    კლუბებს შორის ჯერჯერობით ბოლო "ელ კლასიკო" მიმდინარე წლის მარტში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა და ის სტუმრებმა 1-0 მოიგეს. დემბელე თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო.

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    11 ოქტომბერი 2019 01:24

    დაგვაკლდება დემბო ძალიან დაგვაკლდება

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Johan Cruyff 14 Culé [?]

    10 ოქტომბერი 2019 18:30

    დაგვაკლება მისი აჩქარწბწბი მაგრამ არაუშავს გრიზმანიიც არაა ნაკლებიი რეალის წინააღმდეგ <3

    1
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ ფანი [?]

    10 ოქტომბერი 2019 15:18

    სუპერ ტალანტია დემბო, საუკეთესო მარცხენა შემტევი გახდება 2 წელში. მთავარია ჩმორვერდე წაეთრას გუნდიდან. დემბოს გვარდი ან ხავი რომ ყავდეს მწვრთვნელად,დღეს მანე არავის ეცოდინებოდა.

    14
    --------------------
    Fu.king "bilbao" , out!out!out!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია
    Don_Andresito [?]

    10 ოქტომბერი 2019 15:09

    ციტატა: me da barca
    თუ თილისმაა კამპ ნოუს მინდორზე, დაწყებამდე ფეხით გაიაროს რამოდენიმე ნაბიჯი და ისიც საკმარისია. stuck_out_tongue_winking_eye

    ან რეალის ფეხბურთელები რო გამოვლენ წინ გადაურბინოს კატის პონტში და დაგლაზავს :D

    14
    საიტზეა
    me da barca Culé [?]

    10 ოქტომბერი 2019 15:02

    თუ თილისმაა კამპ ნოუს მინდორზე, დაწყებამდე ფეხით გაიაროს რამოდენიმე ნაბიჯი და ისიც საკმარისია. stuck_out_tongue_winking_eye

    4

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied