ოფიციალური მიზეზი, რის გამოც ანსუ ფატი 17-წლამდელთა მუნდიალზე არ ითამაშებს

  • 10-10-2019, 11:23
  • ოფიციალური მიზეზი, რის გამოც ანსუ ფატი 17-წლამდელთა მუნდიალზე არ ითამაშებს

    გუშინ ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონას" 16 წლის ამომავალი ვარსკვლავი ანსუ ფატი მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც მოსალოდნელი იყო, ამის მიზეზი ისაა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას მისი უფრო მაღალი კატეგორიის გუნდში თამაში სურს.

    ანსუ ფატის შესახებ ფედერაციის ახალგაზრდული მიმართულების სპორტული დირექტორი ფრანსისკო ერნანდესი საუბრობს:

    "სპორტული მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ანსუ ფატი 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე არ გაემგზავრება.

    როდესაც ანსუს ნაციონალიზაციის საკითხი დღის წესრიგში დადგა, ჩვენი მიზანი იყო, რომ ის ეროვნული გუნდითვის ხელმისაწვდომი ფეხბურთელი ყოფილიყო.

    ანალიზის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ფატი კლუბში დარჩებოდა და ნოემბრის სანაკრებო თამაშების დროს მისი უფრო მაღალი კატეგორიის გუნდში გამოძახების საშუალება გვექნებოდა. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, მან 17-წლამდელთა მუნდიალზე არ უნდა ითამაშოს.

    ჩვენი მიზანია ანსუ ნაკრებისთვის ხელმისაწვდომი იყოს, ერთ დღესაც მან მთავარ ნაკრებში ითამაშოს და გუნდის სასტარტო შემადგენლობის წევრი გახდეს." - ციტირებს ფრანსისკო ერნანდესის სიტყვებს ESPN.

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    M10 S9 D11 Culé [?]

    11 ოქტომბერი 2019 01:14

    კარგია თუ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახებენ

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    OLD
    OLD წევრი [?]

    10 ოქტომბერი 2019 14:14

    აუ ფატის გოლი რას გაასწორებს კლასიკოში

    6
    გასულია
    me da barca Culé [?]

    10 ოქტომბერი 2019 12:04

    ნეიმარი, რომელიც პსჟ-დან გამორბოდა დღეს აცხადებს,რომ ბედნიერია. რა უქნეს ესეთი არ ვიცი.
    მესიმ ლივერპულთან ჩასვრა არა ვალვერდეს, არამედ ჩვენი ბრალიაო, ჩვენ მოვდუნდითო. მწვრთნელი თუ მოტივაციის ნაცვლად მოდუნების საშუალებას აძლევს გუმდს, ის უნდა წავიდეს. გარდა ამისა ბევრი მიზეზი არსებობს იმისა, რომ ეს ბარსას დონე არაა.

    2
    გასულია
    Luis Suárez წევრი [?]

    10 ოქტომბერი 2019 11:38

    ფატის გოლი მინდა კლასიკოზე შიგ მადრიდში

    5
    საიტზეა
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ ფანი [?]

    10 ოქტომბერი 2019 11:38

    "ლამასიამ", ესპანეთის გამადრიდებულ-გაპერესებულ-გალუზერებული ნაკრები, ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანა ფატის აღზრდით, ისევ გაუჩნდა ესპანეთს გრანდის ამბიცია.

    4
    --------------------
    Fu.king "bilbao" , out!out!out!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია
    me da barca Culé [?]

    10 ოქტომბერი 2019 11:31

    არის კი ესპანეთი ფატის ღირსი?

    1
    გასულია
    Luis Suárez წევრი [?]

    10 ოქტომბერი 2019 11:28

    10 000%

    2
    გასულია
    CHEPE გულშემატკივარი [?]

    10 ოქტომბერი 2019 11:28

    ხოდა ქართველი გულშემატკივრები ან გაამართლებს ან არაო:დ:დ და პროფესორებს აქეატ რომ უწოდებენ ვიღაცა შლანგი დემბელეს გამო:დ:დს

    3

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied