საკუთარ კედლებში ყველაზე მეტი გოლი "ბარსელონას" გააქვს

  • 10-10-2019, 00:20
  • საკუთარ კედლებში ყველაზე მეტი გოლი "ბარსელონას" გააქვს

    "ბარსელონასთვის" მიმდინარე სეზონი მძიმედ დაიწყო, მაგრამ ამას "კამპ ნოუზე" ჩატარებულ მატჩებზე ვერ ვიტყვით. ლა ლიგაში საკუთარ კედლებში ჩატარებული 4 თამაშიდან კატალონიელებმა ყველა მოიგეს, აქედან 3 დიდი ანგარიშით.

    პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში, "ბარსამ" სულ 20 გოლი გაიტანა და აქედან 16 საშინაო მატჩებზე მოდის. ასეთი შედეგი ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში მოთამაშე არცერთ გუნდს არ აქვს. შედარებისთვის, ლა ლიგის ლიდერს, მადრიდის "რეალს", "სანტიაგო ბერნაბეუზე", მხოლოდ 10 გოლი აქვს გატანილი.

    "ბარსელონასთან" ყველაზე ახლოს "მანჩესტერ სიტია", რომელმაც პრემიერ ლიგის საშინაო შეხვედრებში 14 გოლი გაიტანა. შემდეგ მოდის მიუნხენის "ბაიერნი" 13 გოლით. "პარი სენ-ჟერმენმა", საკუთარ მოედანზე, მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო. სერია A-ს ლიდერმა, "იუვენტუსმა", მეტოქეები 8-ჯერ დაამწუხრა, ისევე, როგორც "რომამ" და "სასუოლომ".

    რაც შეეხება სხვა ევროპულ ჩემპიონატებს - "ბარსელონას" მსგავსი შედეგი აქვთ ჰოლანდიის პირველობის ლიდერებს, "აიაქსსა" და პსვ-ს.

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    gio-rakitich ფანი [?]

    10 ოქტომბერი 2019 11:29

    იასნა აბა ნოუკამპი ყოველთვის ნოუკამპი იქნება და იმ ენერგიას სტადიონი ყოველთვის გამოსცემს რითიც ამდენი გოლები გააქქვთ ბიჭებს და ვიღაც ვალვერდე რამდენიც უნდა ეცადოს ნაკლებობაში არ დამთავრდება კამპნოუზე თამაშები wink

    4
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ ფანი [?]

    10 ოქტომბერი 2019 10:35

    მესი შევა ფორმაში,დემბუზიც დაგვემატება და მერე ნახეთ გოლების "წვიმა".

    5
    --------------------
    Fu.king "bilbao" , out!out!out!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    საიტზეა
    CHEPE გულშემატკივარი [?]

    10 ოქტომბერი 2019 08:06

    იჰაა 26 შიც მიემატება უამრავი:დ:დდ 3 კლასნი შეტევა და ეგაა მერე დამატებით ბონუსები თუ წამოვა მთლად კაი:დდდ

    1
    საიტზეა
    me da barca Culé [?]

    10 ოქტომბერი 2019 07:52

    გასვლაზე თუ არ მოუმატეს ესე ვერ გავფრინდებით.
    ვალვერდე წაეთრიე!

    0
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    10 ოქტომბერი 2019 01:22

    ხოდა 4-5 გოლი კიდე უნდა მივამატოთ 26-ში

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Sergio5 ფანი [?]

    10 ოქტომბერი 2019 00:25

    თქვენ კიდე არ მოგწონთ ვალვერდე smile

    6

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied