ივან რაკიტიჩი: რონალდუმ დამირეკა და "იუვენტუსში" გადასვლა შემომთავაზა

  • 9-10-2019, 15:36
  • ივან რაკიტიჩი: რონალდუმ დამირეკა და "იუვენტუსში" გადასვლა შემომთავაზა

    "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი საინტერესო განაცხადებას აკეთებს. 31 წლის ფეხბურთელი ადასტურებს, რომ გასულ ზაფხულში "იუვენტუსში" გადასვლის შანსი ჰქონდა და მეტიც, აცხადებს, რომ მას ტურინულ კლუბში პირადად კრიშტიანუ რონალდუ იწვევდა.

    "კრიშტიანუ რონალდუმ დამირეკა და "იუვენტუსში" გადასვლა შემომთავაზა. თუმცა, "ბარსელონა" 50 მილიონ ევროს ითხოვდა და ტრანსფერი არ შედგა." - განაცხადა რაკიტიჩმა ხორვატულ 24sata-სთან ინტერვიუს დროს.

    რაკიტიჩმა მომავალზეც ისაუბრა: "არ ვიცი, რა იქნება მომავალში. სიტუაცია რთულია, რადგან მინდა ვითამაშო და არა უბრალოდ გუნდის წევრი ვიყო. სიტუაციის შესაცვლელად ყველაფერს გავაკეთებ. კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს და სათამაშოდ "ბარსელონაზე" უკეთესი გუნდი არ არსებობს. ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, მაგრამ თამაში მინდა და არა მხოლოდ ქალაქსა და სანაპიროზე სეირნობა.

    კლუბში ხალხს ვესაუბრე. ყველა იცოდა, რომ შემოთავაზებები მქონდა. მინდა ბოლომდე ვიბრძოლო. გუნდში ხედავენ, რომ მზად ვარ ეს მოედანზე ვაჩვენო. გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი, მაგრამ თუ არაფერი შეიცვალა, მოგვიწევს დავსხდეთ და ჩემს სიტუაციაზე კიდევ ერთხელ ვისაუბროთ."

    გასულ წლებში, ივან რაკიტიჩი შეუცვლელი ფიგურა იყო როგორც ლუის ენრიკესთვის, ასევე ერნესტო ვალვერდესთვის. თუმცა, ფრენკი დე იონგის მოსვლის შემდეგ, ხორვატმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    9 ოქტომბერი 2019 20:28

    ხორვატიუს ნაკრების ლეგენდა და ბარსას ერთ-ერთი ლიდერი ნამდვილად იმსახურებს მეტ სათამაშო პრაქტიკას სამწუხაროა რომ არ უფასებენ მას იმ მიღწევებს რომელიც მას ქონდა

    4
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    Aron ralston წევრი [?]

    9 ოქტომბერი 2019 18:18

    14-15-16 წლების დროს საკმაოდ კარგი იყო ნუ ვერ დაფრინავდა მაგრამ მინდორზე 100% თუ არა 70% მაინც იხარჯებოდა რაღაც ჩანდა მაგ წლების მერე კიდევ უფრო რეგრესი განიცადა სამწუხაროდ რაღაც დონეზე ავიდა და წინსვლაც აღარ ქონია მითუმეტეს არც ბარსას დნმ-ით გამორჩეული ფეხბურთელი არ არის დიდი ხნის წინ უნდა გაეშვათა დალპა ბოლო 3-ი წელი ამ გუნდში

    2
    --------------------
    "Don't try to describe him. Don't try to write about him. Just watch him."
    საიტზეა
    M10 S9 D11 Culé [?]

    9 ოქტომბერი 2019 18:08

    ციტატა: Messiah
    :d პენოც რა კაცია :დ იცის რო ლიგას ისე ვერ მოიგებს და აგროვებს ხალხს ტრა...ე იხევა თვიტონ ურეკავს ყველას :დდდ

    ერთი მესიმ მოიგო 2015 წლის მერე რაკიტიჩით ლიგა და მეორე რონალდო მოიგებს

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    საიტზეა
    Messiah ფანი [?]

    9 ოქტომბერი 2019 17:54

    :d პენოც რა კაცია :დ იცის რო ლიგას ისე ვერ მოიგებს და აგროვებს ხალხს ტრა...ე იხევა თვიტონ ურეკავს ყველას :დდდ

    2
    --------------------
    We 61D it !
    საიტზეა
    M10 S9 D11 Culé [?]

    9 ოქტომბერი 2019 17:27

    ციტატა: Lukito
    ბიჭებოო მძორს რო ეძახით რატოაა მძორიი ვერ გავიგეე?? კლასნი ფეხბურთელია თუ ლივერპულის თამაშის მერე ეძახით მძორს მაშინ ალბა მძღნერდემონა ყოფილა რასაა რო ამბობთ

    მე არ ვიცი ვინ რის გამო რას ეძახის ამას მარა ლიჩნად მე მე-5 სეზონია მძორს ვეძახი და ძალიან ბევრის წერა მომიწევს იმის ასახსნელად თუ რატოა ეს მძორი

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Lukito წევრი [?]

    9 ოქტომბერი 2019 17:16

    ბიჭებოო მძორს რო ეძახით რატოაა მძორიი ვერ გავიგეე?? კლასნი ფეხბურთელია თუ ლივერპულის თამაშის მერე ეძახით მძორს მაშინ ალბა მძღნერდემონა ყოფილა რასაა რო ამბობთ

    3
    საიტზეა
    M10 S9 D11 Culé [?]

    9 ოქტომბერი 2019 17:04

    რატო არ წაეთრიე მერე შენი მძორი დედა რო მივაცენზურე

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    საიტზეა
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ ფანი [?]

    9 ოქტომბერი 2019 16:43

    პენო მაფასებს და იცის ჩემი შესაძლებლობებიო? ამის თქმა უნდა? სათადარიგოზე იჯექი და ზედმეტს ნუ მოითხოვ, მეტი არ შეგიძლია მაინც.

    2
    --------------------
    Fu.king "bilbao" , out!out!out!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია
    Johan Cruyff 14 Culé [?]

    9 ოქტომბერი 2019 16:23

    გრაციას ივანნ კლუბი ხავის და ინიესტას გამოემშვიდობა და შენც ლეგენდა კი გახდი მაგრამ დროა სხვაგან აჩვენო შენი შესაძლებლობებიც ამოწურა ამან თავისი თავი ბარსელონაში მგონია

    1
    გასულია
    me da barca Culé [?]

    9 ოქტომბერი 2019 15:58

    თვით დიდმა რონიმ დაურეკა. მე მგონი ესაა იუვეს პრეზიდენტი, დე ლიხტიც ამან მოიწვია. ეს ქეთუსა წყვეტს ვინ მოვიდეს და ვინ წავიდეს?

    0
    გასულია
    Magician Culé [?]

    9 ოქტომბერი 2019 15:54

    "სათამაშოდ "ბარსელონაზე" უკეთესი გუნდი არ არსებობს." <3

    5
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    საიტზეა
    NS50 წევრი [?]

    9 ოქტომბერი 2019 15:44

    მართლა არ იმსახურებს ასე სკამზე ჯდომას, მარა სადაც არტური და დე იონგია იქ 30 წლის რაკიტჩს სასტარტოში არაფერი ესაქმება.

    5

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied