ოფიციალურად: ანსუ ფატი 17-წლამდელთა მუნდიალზე არ ითამაშებს

  • 9-10-2019, 15:07
  • ოფიციალურად: ანსუ ფატი 17-წლამდელთა მუნდიალზე არ ითამაშებს

    ახლახანს ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონას" 16 წლის ტალანტი ანსუ ფატი მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატზე არ ითამაშებს.

    "ფურია როხას" 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბრაზილიაში გასამართი მუნდიალისთვის განაცხადი დაასახელა, რომელშიც ანსუ ფატი არ მოხვდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამომავალი ვარსკვლავი "ბარსას" ერთი თვით არ გამოაკლდება და საჭიროების შემთხვევაში, ის "ელ კლასიკოში" თამაშსაც შეძლებს.

    აქამდეც ცნობილი იყო, რომ "ბარსელონას" ფატის 17-წლამდელთა ნაკრებში გაშვება არ უნდოდა. ამავე აზრს იზიარებდნენ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაშიც, სადაც მიაჩნდათ, რომ ფატი 17-წლამდელთა გუნდისთვის ზედმეტად განვითარებული ფეხბურთელია.

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    9 ოქტომბერი 2019 20:23

    მემგონი უკეათესი იქნება ესპანეთისთვის რომ მთავარ გუნდში ათამაშოს

    0
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი

    პარტნიორები

    Flashscore.ge