"ბარსელონა" ადასტურებს: ვალდესის გაშვების მიზეზი ცუდი შედეგები არ ყოფილა

  • 9-10-2019, 15:11
  • "ბარსელონა" ადასტურებს: ვალდესის გაშვების მიზეზი ცუდი შედეგები არ ყოფილა

    კატალონიური კლუბის პრესმდივარი ჟოპზე ვივესი ვიქტორ ვალდესის გუნდიდან გაშვებაზე კომენტარს აკეთებს.

    "ბარსას" ლეგენდარული მეკარე 19-წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად 2 თვის წინ დაინიშნა, ახლახანს კი ის დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აქამდეც ცნობილი იყო, რომ გათავისუფლების მიზეზი სპორტული შედეგები არ ყოფილა და ეს ვივესმაც დაადასტურა, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ კლუბი თავის ლეგენდებს ცუდად არ ექცევა.

    "ეს ტექნიკური გადაწყვეტილება იყო. კლუბი ყოველთვის ცდილობს დაეხმაროს თავის თანამშრომლებს, არა მხოლოდ ლეგენდებს და ისინი გუნდიდან საუკეთესო გზით წავიდნენ. არ ვფიქრობთ, რომ ვალდესმა უკანა კარიდან დაგვტოვა. არც იმას, რომ მოკლე მეხსიერება გვაქვს და არ გვინდა წარსული გვახსოვდეს.

    ლეგენდები გუნდიდან ყოველთვის კარგად მიდიოდნენ. ასე მოხდა ჩავის, პუიოლისა და ინიესტას, ასევე ვალდესის შემთხვევაში.

    მწვრთნელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ სპორტული შედეგების გათვალისწინებით არ ხდება. არსებობდა სხვა მიზეზები, რომლებიც შედეგებთან კავშირში არაა. არ მინდა დეტალები განვიხილო, რადგან ეს შიდა საკითხია და კონფიდენციალურია." - ციტირებს ვივესის სიტყვებს Marca.

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    M10 S9 D11 Culé [?]

    9 ოქტომბერი 2019 17:16

    აბა რა ეგონა რო ჯიუტობდა რახან ვალდესია შერჩებოდა? ისწავლის აწი ჭკუას ამხელა ლეგენდას ეგეთები არ უნდა ეშლებოდეს

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    me da barca Culé [?]

    9 ოქტომბერი 2019 15:53

    ვალდესი ყოველთვის თავისებურად ურიკინებდა, მაგრამ ის რაც ფეხბურთელს ეპატიება არ ეპატიება მწვრთნელს.

    5
    გასულია
    პავლოვიჩი56 წევრი [?]

    9 ოქტომბერი 2019 15:19

    თქვენი დედა მოიკითხა მიხოს ვირმა გურჯანიდანა...ვალვერდეს დეტალები-მიზეზები არა აქვს ?!

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied