"ბარსელონა" ტერ შტეგენს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

  • 8-10-2019, 15:12
  • "ბარსელონა" ტერ შტეგენს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

    "ბარსელონა" გუნდის გერმანელ მეკარესთან, მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

    ტერ შტეგენსა და "ბარსელონას" შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2022 წელს გასდის, მაგრამ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შესანიშნავი თამაშის გამო, ხელმძღვანელობამ 27 წლის კარის დარაჯთან ხელშეკრულების გახანგრძლივება გადაწყვიტა. ჯერჯერობით უცნობია, რა ვადით და პირობებით სურს "ბლაუგრანას" კონტრაქტის გაგრძელება.

    მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "ბარსელონაში" 2014 წლიდან ირიცხება. მოქმედი კონტრაქტი მან 2017 წელს გააფორმა და მაშინ მის გამოსასყიდ თანხად 180 მილიონი ევრო განისაზღვრა.

    ახლახანს, ტერ შტეგენმა "ბარსელონას" მაისურით მე-200 თამაში ჩაატარა.

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Messiah ფანი [?]

    8 ოქტომბერი 2019 17:28

    5+1 კონტრაქტინდაუდეთ

    3
    --------------------
    Leo Messi - The GOD of football!

    We 61D it!

    ForçaBarça

    გასულია
    davidus2020 ფანი [?]

    8 ოქტომბერი 2019 16:47

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    12 მილიონად ვიყიდეთ და ახლა მსოფლიოში საუკეთესოა❤❤👌👌

    ამაში მაინც გაგვიმართლა,ყოველთვის ძვირად ვყიდულობთ და იაფად ვყიდით

    1
    გასულია
    Magician Culé [?]

    8 ოქტომბერი 2019 16:42

    ჩვენთან დაასრულოს კარიერა! <3

    3
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    8 ოქტომბერი 2019 16:33

    ძალიან კარგი იმსახურებს ეს კაცი დაფასებას

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge